ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, პირველ სათამაშო დღეს კიდევ შვიდი მატჩი ჩატარდა.
„შტურმი“ გასვლაზე „დორტმუნდთან“ 0:1 დამარცხდა. არადა, ფრის მიღწევასთან ახლოს იყვნენ. სტუმართა რიგებში ოთარ კიტეიშვილმა 90-ე წუთამდე ითამაშა. მან პირველი ტიაიმის დასასრულს თავისი გუნდი გადაარჩინა, როდესაც ცარიიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: whoscored 7.5, sofascore 7.5, flashscore 6.8. ავსტრიული გუნდი ისევ უქულოდაა და ტურნირზე შემდეგ შეხვედრას 27 ნოემბერს სახლში „ჟირონასთან“ გამართავს.
ორი სენსაციური შედეგი დაფიქსირდა: "მილანმა" მადრიდში "რეალს" 3:1 მოუგო, "სპორტინგმა" კი საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ სიტის" 4:1. ვიკტორ დოკერეშმა ედერსონს სამი გოლი გაუტანა. "ლივერპულმა" სახლში "ბაიერი" 4:0 გაანადგურა. ლუის დიასმა ჰეთრ-თრიკი შეასრულა.
დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი"
დორტმუნდი - შტურმი 1:0
გოლი: მალენი (85)
ბოლონია. "რენატო დალ’არა"
ბოლონია - მონაკო 1:0
გოლი: კერერი (86)
გლაზგო. "სელტიკ პარკი"
სელტიკი - ლაიფციგი 3:1
გოლები: 0:1 ბაუმგარტნერი (23), 1:1 კიუნი (35), 2:1 კიუნი (45+1), 3:1 ჰატატე (72)
ლილი. "პიერ მორუა"
ლილი - იუვენტუსი 1:1
გოლები: 1:0 დევიდი (27), 1:1 ვლაჰოვიჩი (60, პენ)
ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - ბაიერი 4:0
გოლები: 1:0 დიასი (61), 2:0 გაკპო (63), 3:0 დიასი (83), 4:0 დიასი (90+2)
ლისაბონი. "ჟოზე ალვალადე"
სპორტინგი - მანჩესტერ სიტი 4:1
გოლები: 0:1 ფოდენი (4), 1:1 დოკერეში (38), 2:1 არაუხო (46), 3:1 დოკერეში (49, პენ), 4:1 დოკერეში (80, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ჰოლანი (69, მანჩესტერ სიტი)
მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ"
რეალი - მილანი 1:3
გოლები: 0:1 ტიავი (12), 1:1 ვინისიუსი (23, პენ), 1:2 მორატა (39), 1:3 რეინდერსი (73)
გვარდი-არის ფეხბურთის მკვლელი ისევე როგორც ჟოზე მაურინიო