The Athletic: კვარაცხელია დამანგრეველი გახლდათ - ეს ღვთის წყალობა იყო?

AutoSharing Option
The Athletic-ის ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა ევროპის წამყვანი საფეხბურთო ლიგების იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე (მაქსიმუმ 23 წლის) გამოთქვეს მოსაზრება, რომლებმაც ყველაზე მეტად მიიპყრეს 2022/23-ის სეზონში ყურადღება.

სერია A - ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

"კვარადონას" ტრანსფერი სერია A-ში უდავოდ საუკეთესო გახდა. შესაძლოა, მხოლოდ პაულო დიბალაა მასთან ახლოს. ძნელია გაიხსენო ფეხბურთელი, რომელიც ასე შორიდან და არსაიდან გამოჩნდა და მაშინვე იტალიაში ამხელა გავლენა მოახდინა. კაკა თუ გაგახსენდება.

კვარაცხელია დამანგრეველი იყო, მეტადრე, კამპანიის პირველ ორ მესამედში. ვიქტორ ოსიმენის პირადი რეკორდი აქამდე 14 გოლს შეადგენდა. ის, რომ ამ
მომენტისთვის უკვე 25 გოლი აქვს გატანილი, ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ გვერდით ისეთი არაპროგნოზირებადი დრიბლიორი და შესანიშნავი სპრინტერი ჰყავს, როგორიც კვარაცხელიაა. ახლა იმის გარკვევაღა დარჩა, გახსნა თუ არა 22 წლის გარემარბმა თავისი ტალანტის მხოლოდ მცირედი ნაწილი თუ აგვისტოდან მარტამდე პერიოდი მისთვის მხოლოდ ღვთის წყალობა გახლდათ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ახლა ნაკრების თამაშები იქნება და ყველას ჩააგდებინებს ენას მუცელში.
ჟორა
20:41 31-05-2023
0
მიეცათ სალაპარაკო და მიზეზი ხვიჩას რამდენიმე უგოლო თამაშია. ჩავარდნენ ვითომ საგონებელში, მართლა ასეთი კარგია თუ გაუვარდა ის თამაშებიო, ან ღმერთმა უწყალობა ცოტა ხნით ნიჭიო?
ეს უკვე გავლილი გვაქვს, ვინც გამოჩენის დღიდან ვგულშემატკივრობთ იმათ გვახსოვს, ყოველი უგოლო თამაშის მერე რაც ხდებოდა, მაგალითად რუსულ პრესაში.
ყველა კვარაცხელიას შეფასების დროს რომ ხდებოდა ექსპერტი და ზოგიერთის არსებობა საერთოდ მაშინ გავიგეთ, ხვიჩაზე რაღაც თუ თქვა.
მახსოვს, 18 მილიონზე რომ ავიდა მისი ფასი, რომელიმე თამაშზე თუ ვერ გაიტანდა მესმოდა კივილ-წივილი, ეს ღირს 18 მილიონი? ამას უნდა ტოპ ჩემპიონატში წასვლა? ვინ იყიდის და ასე შემდეგ. რათქმაუნდა ქართველებისგანაც.
ისე ამადლიდნენ იმ სატრანსფეროო ფასს, ვითომ თვითონ დაიდო და დაიფასა თავი 18 მილიონად.
დრეიერი რომ მოუყვანეს რუბინში, ჰეთრიკი რომ გაიტანა და აქ რომ წერდით, ხვიჩა დრეიერის ჩრდლში მოექცაო, ან კიდე დესპოტოვიჩის გოლებს რომ ითვლიდით და ხვიჩას აკნინებდით, საინტერესოა სად არის ახლა ან ერთი და ან მეორე:)))
სეროზულად რომ ადარებდნენ, ვინც მეტ გოლს იტანს ის ჯობიაო.
ახლა მეცინება, თავს რომ ვიღლიდი და აქ ხალხს ვეკამათებოდი მარა სამწუხაროდ ზოგჯერ იგივეს ვაკეთებ, რადგან დრო რომ გადის სულ მართალი აღმოვჩნდები ხოლმე :D
იმის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა მაგრამ ადამიანები არ შეიცვალენ მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მოუწიათ თავიანთი ნათქვამის გადაყლაპვა.
ყველამ ძალიან კარგად იცის რამხელა ტალანტის მქონე არის ხვიჩა მაგრამ უგოლო თამაშების მერე ყველა ჟურნალისტი ელოდება შანსს, რომ რადაც დაწეროს და მასალა ჰქონდეს.
ის არ ჰქონდა ბევრს მონელებული რომ კვარამ ასე გაამართლა სერია ა ში და პირველივე თამაშებზე, ამხანაგურებიდან დაწყებული, სერია ა თი გაგრძელებული საოცრებები აკეთა, და მაგ შანსს როგორ გაუშვებდნენ რამდენიმე უგოლო თამაშის მერე არ გაეკრიტიკებინათ და მის შესაძლებლობებში ეჭვი არ შეეტანათ.

არაფრის მაქნისია, ხო რაც აქამდე ითამაშა, ზებუნებრივი ძალები ეხმარებოდნენ. მთავარია ხვიჩამ ამათ არ მოუსმინოს და არც ქება-დიდება და არც ეს უაზრობა თავში არ შეუშვას.
Skeleton
10:30 31-05-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული