Sky-ს ჟურნალისტმა და ბაზრის ექსპერტმა ჯანლუკა დი მარსიომ Il Mattino-სთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
"ვიმედოვნებ, რომ ამ ზაფხულს არ მომიწევს განცხადებების გაკეთება ნეაპოლიდან წასულ ფეხბურთელებზე. იმედი მაქვს, რომ კიმი და ოსიმენი დარჩებიან ამ ქალაქში და განაგრძობენ "ლურჯი" მაისურით თამაშს.
ვინ იცის, ახალი "კვარა" საიდან მოვა. ჩემი აზრით, ის იაპონელი იქნება. რაც შეეხება მწვრთნელს, არ ვიცი, ვინ იქნება, უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანის მიღმა შესაძლოა იტალიელი იყოს, რომელიც კარიერაში მომდევნო ნაბიჯს ელის".
მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით