დიდებულად ჩატარებული სეზონიდან გამომდინარე, "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძალიან მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა და მისი სამსახურით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. ბრიტანული Football League World-ი იტყობინება, რომ "ვულვერჰემპტონსა" და "ბარნლის" შემადგენლობის გაძლიერების გარეშე პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ და მზად არიან მოთხოვნილი თანხა გადაიხადონ. "მეცმა" კი იგრძნო რა, რომ ტრანსფერში უფრო მეტის აღებაა შესაძლებელი, მიქაუტაძის ღირებულება გააორმაგა (10 მილიონი ევროდან 20 მილიონამდე) და ინგლისელები ამ თანხის გადახდაზეც არ არიან უარს.
გამოცემა წერს, რომ პერსპექტივისა და ასაკის გათვალისწინებით, ქართველს საუკეთესო წლები წინ აქვს, არ აქვს
მნიშვნელობა, "მეცი" დაბრუნდება თუ არა ლიგა 2-ში, რამეთუ ქართველს ნებისმიერ შემთხვევაში კლუბისთვის სარეკორდო თანხად გაყიდის.
ფრანგული Le10sport-ის ცნობით, წარუმატებელი სეზონის შემდეგ გიორგის მშობლიურ კლუბში დაბრუნება "ლიონს" სურს, თუმცა მოლაპარაკებები არ დაწყებულა და 20 მილიონის გადახდის შესაძლებლობაც არ აქვს.
მანამდე ევროპა ეჭვით უყურებდა ჩვენებს.
ამიტომ იყიდეს ხვიჩა იაფად(სხვებიც),
აი ახლა კი დროა ჩვენც დავიფასოთ თავი
გვარებს არ დავასახელებ,მაგრამ ასაკმომატებული ფეხბურთელები ნაკრებს უნდა მოშორდნენო.
მე დავასახელებ
კვეკე,აბუ,კაშია,ოქრო,ორივე ვაკო,ქვილითაია- ამ ბიჭებთან დიდი მადლობა.
უნდა დამთავრდეს "შეკრული ვახ 21-06" ნაკრები,
აწი C კლასი სპორტკუპეს დროა-ანუ ვისაც სირბილი შეუძლია,კაცის მოტყუება შეუძლია და დამდგარი ფეხში პასს არ თამაშობს.
ხვიჩა,ჩაკვე,ჟორჟი,წიტაიშვილი,კოტე,გოჩოლეიშვილი, და ახალგაზრდული და ველოდები კიდე 3-4 ბიჭის წარმოჩენას
აბა ჰე,აბა ჰო
კარგი იქნება თუ დააღწევს თავს საფრანგეთის ლიგას.
კარგი რომ იყოს მესი და ნეიმარი გამოიქცეოდნენ იქიდან:)))
ხუმრობა იქით იყოს და გიორგი იმსახურებს უკეთეს ლიგას და გუნდს.წარმატებები ჟორჟ გენაცვალე.