პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა Goal-მა 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო 21 ფეხბურთელი დაასახელა.
აღნიშნულ სიაში ხვიჩა კვარაცხელია მე-13 ადგილზე გავიდა.
სრული სია კი ასე გამოიყურება (სტატისტიკა შიდა ჩემპიონატებზეა დაყრდნობილი):
1. ერლინ ჰოლანი ("მანჩესტერ სიტი", ნორვეგია) - 35 მატჩი - 36 გოლი და 8 ასისტი
2. კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი", ბელგია) - 32 მატჩი - 7 გოლი და 16 ასისტი
3. ვინისიუსი (მადრიდის "რეალი", ბრაზილია) - 32 მატჩი - 10 გოლი და 9 ასისტი
4. კილიან მბაპე ("პარი სენ ჟერმენი", საფრანგეთი) -
33 მატჩი - 28 გოლი და 5 ასისტი
5. ჰარი კეინი ("ტოტენჰემი", ინგლისი) - 38 მატჩი - 30 გოლი და 3 ასისტი
6. რონალდ არაუხო ("ბარსელონა", ურუგვაი) - 22 მატჩი - 2 ასისტი
7. ვიქტორ ოსიმენი ("ნაპოლი", ნიგერია) - 31 მატჩი - 25 გოლი და 4 ასისტი
8. რობერტ ლევანდოვსკი ("ბარსელონა", პოლონეთი) - 33 მატჩი - 23 გოლი და 7 ასისტი
9. ლიონელ მესი ("პარი სენ ჟერმენი", არგენტინა) - 31 მატჩი - 16 გოლი და 16 ასისტი
10. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ("ბარსელონა", გერმანია) 37 მატჩი - 26 მშრალად შენახული კარი
11. როდრი ("მანჩესტერ სიტი", ესპანეთი) - 36 მატჩი - 2 გოლი და 6 ასისტი
12. მარტინ ოდეგორი ("არსენალი", ნორვეგია) - 37 მატჩი - 15 გოლი და 7 ასისტი
13. ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი", საქართველო) - 33 მატჩი - 12 გოლი და 10 ასისტი
14. ბუკაიო საკა ("არსენალი", ინგლისი) - 38 მატჩი - 14 გოლი და 11 ასისტი
15. ილქაი გიუნდოგანი ("მანჩესტერ სიტი", გერმანია) - 31 მატჩი - 8 გოლი და 4 ასისტი
16. ჯუდ ბელინგემი ("დორტმუნდი", ინგლისი) - 31 მატჩი - 8 გოლი და 4 ასისტი
17. ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო", საფრანგეთი) - 37 მატჩი - 15 გოლი და 14 ასისტი
18. ნათან აკე ("მანჩესტერ სიტი, ნიდერლანდები) - 26 მატჩი - 1 გოლი
19. ქარიმ ბენზემა (მადრიდის "რეალი", საფრანგეთი) - 23 მატჩი - 18 გოლი და 3 ასისტი
20. პედრი ("ბარსელონა", ესპანეთი) - 26 მატჩი - 6 გოლი და 1 ასისტი
21. კიმ მინ-ჯე ("ნაპოლი", სამხრეთ კორეა) - 35 მატჩი - 2 გოლი და 2 ასისტი