ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

AutoSharing Option
იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.

კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).

გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.

მკითხველის კომენტარები / 128 /
ხომ ვამბობდი, ბრწყინავს, ბრწყინავს და კაშკაშებს ქართული გენი და ნიჭი! და ეს ჯერ დასაწყისიააა.
გილოცავ, გილოცავ ჩვენო სიამაყევ, შენ ამ ქვეყანას იმედი დაუბრუნე, იმედი და რწმენა. ვენაცვალე შენს ჯიშს და ჯილაგს!
დიდება, დიდება, დიდება საქართველოს!!!
ლევანი
02 ივნისი 2023 20:38
2
დიდება უფალს!
დიდება საქართველოს არწივების და ლომების მშობელს!
გაუმარჯოს ჩვენს სასიქადულო, საამაყო, ძვირფას ხვიჩა კვარაცხელიას!
ეს ერთი და სხვა მრავალი!
ხედავთ რა მაგრები ვართ, იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი, საფრანგეთსი მართალია მეორე დიუვიზიუონის, მაგრამ მაინც საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი!
ღმერთმა დაგლოცოთ საქართველოს შვილებო!
aburjga
02 ივნისი 2023 20:28
2
გილოცავთ!!! რა მაგარი ამბავია!!! ქართული ფეხბურთის უდიდესი წარმატება! ხვიჩას მადლობა და ასე მეგობარო! სულ წინ და წინ! ვამაყობთ და არა მარტო შენი ნიჭი და შრომა და თავდადება, არამედ შენინ ღირსეულობა და ადამიანობა გვიყვარს!
კაპიტან გარდენბურგი
03 ივნისი 2023 01:09
1
სასწაული აღიარება!!! გილოცავ ხვიჩა!
უვიცი
02 ივნისი 2023 20:42
2
აღიარებაც ამას ქვია! სასწაული გააკეთა ამ ბიჭმა, სიტყვები არ მყოფნის, სულ გახარებული გევლოს ხვიჩა, შენთან ერთად ჩვენც გავიხარებთ! მთავარია არ მოუკლო, შენ კიდე მეტი შეგიძლია, ოქროს ბურთი წინ არის!
ირაკლი
02 ივნისი 2023 23:53
2
ასეც ვიცოდი არცერთ ნომინაციაში რომ არ დაასახელეს (საუკეთესო ნახევარმცველი .ახალგაზრდა. დებიუტანტი...) ეგრევე მივხვდი რომ სეზონის მვპ-სთვის ამზადებნენ ! ნაც ვითხებმა 2 დისლაოქი დაუსვეს ამ სტატიას @ დანარჩენები ჯერჯერობით სოროებში არიან შემძვრალები და ბოღმით სკდებიან DDD
zura222
03 ივნისი 2023 00:51
21
მოიცა და შენ ხვიჩა ქოცი ხომ არ გგონია.?? "ჩვენი მომავალი ევროპაშია ". არცერთი უქნია ღმერთს ნაცი და ქოცი ვგულისხმობ, მაგრამ ბევრ ნაცსაც უყვარს ფეხბურთი და მისით აღფრთოვანებული არიან. არ შეიძლება ფეხბურთი გიყვარდეს და ხვიჩაზე აუგი თქვა. ნუ გიყვართ ამ უკბილო ქოცებს ყველაფრი კარგის მიწერა, თითქოს ხვიჩას ტალანტში რამე წვლილი მიგიძღოდეთ
დავით
03 ივნისი 2023 01:08
13
შე მართლა ვირთხა, გახარებაც არ შეგიძლია ბოღმის Nთხევის გატრეშე, იმიტომ რომ სინამდვილეში არც ხვიჩა გაინტერესებს და არც ქართული ფეხბურთი, ერთი უხეირო, სამთავრობო პროპაგანდისტი ხარ პროპაგანდისტი ხარ
irakli81
03 ივნისი 2023 02:14
21
ყველა გამოხმაურება
ხვიჩა, მთელი საქართველოს სიამაყე ბიჭო,ჩვენო უბრალო და კარგო ბიჭო,გილოცავ ამ უდიდეს აღიარებას! გილოცავთ ჩემო ქართველებო! ეს რას მოვესწარით, 3-4 წლის წინ ასეთ რაღაცაზე ფიქრიც არ შეგვეძლო,თავი სიზმარში მგონია! ეს დასაწყისია ჩვენი ფეხბურთის აღმავლობის გზის!
gulshematkivari0703
02 ივნისი 2023 23:11
2
ვფიქრობ დეზონის საუკეთესო გოლის ავტორადაც კვარა უნდა დაასახელონ, ატალანტას კარში გატანილი გოლისათვის
ქომაგი
02 ივნისი 2023 22:50
2
ასეც ვიცოდი! ფეხბურთი მხოლოდ გოლები არ არის. ოსიმენს, იმედია, არ ეწყინება-)
კვარაისტი
02 ივნისი 2023 20:35
2
ოსიმენი ბომბარდირი თავდამსხმელია და საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელეს.ხვიჩა კი თამაშზე ახდენდა უდიდეს ზეგავლენას და საუკეთესო ფეხბურთელად.
სოსო
03 ივნისი 2023 01:19
0
მადლობა ხვიჩა,ნიცა,ბედნიერ პირად ცხოვრებას გისურვებთ,იხარე ქართულო გენო!!!!
ლადო
02 ივნისი 2023 21:29
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული