ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

AutoSharing Option
იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.

კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).

გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.

მკითხველის კომენტარები / 128 /
აბა რიააა!დამსახურებულზე დამსახურებული! ხვიჩას Hater-ებო გასკდით გულზე!
james
02 ივნისი 2023 20:43
3
გილოცავთ
ჰგ
02 ივნისი 2023 20:12
2
ვულოცავ ხვიჩას და მთელ საქართველოს, დაფასთა ტალანტი და შრომა ჩვენი დიდი სიამაყის!!! იხარე ერო. გილოცავთ ყველა გულშემატკივარს!!!
ანაგელი
02 ივნისი 2023 21:47
2
შენ გაგიმარჯოს ხვიჩა შენს ნიცასთან, შენს მშობლებთან, შენს ძმებთან და მთელ საქართველოსთან ერთად, ვხვდები სადღერგძელოსავით გამომდის მაგრამ ისეთი სიხარული გვაჩუქე, ღირს სადღეგრძელოდაც, მაგასაც დავლევთ, ოლიმპიადაზე რო გავალთ. იხაროს შენმა კუთხემ და მთლიანად საქართველომ, შევრიგდეთ და გავერთიანდეთ ქართველებო, და დედამიწაზე ჩვენი მომრევი არ იქნება არავინ, არაფერში. სწორედ ჩვენი ერთიანობის ეშინია ყველა ავის მოსურნეს.
მალხაზ ჯობავა
02 ივნისი 2023 21:11
2
გილოცავთ!!!!!ნიცა ეს შენი დამსახურებაცაა ყოველთვის გვედში ედექი შენ საყვარელ ადამიანს,ასე გააგრძელეთ!
ირაკლი
02 ივნისი 2023 20:43
3
გილოცავ ხვიჩა გენაცვალე,ძალიან გახარებული ვართ,შენ იცი,მიღწეულზე გაჩერება არ შეიძლება,წინ და წინ,სულმუდამ გამარჯვებულს გევლოს.
Mr.kostaia
02 ივნისი 2023 20:35
2
დიდება უფალს!!! გენაცვალე ხვიჩა❤️გილოცავ!!!ეს ერთი და სხვა მრავალი!!! გილოცავ საქართველო!!!
გულშემატკივარი
02 ივნისი 2023 20:28
2
გ ი ლ ო ც ა ვ თ! გ ი ლ ო ც ა ვ თ! გ ი ლ ო ც ა ვ თ!
ეს მართლაც დიდი აღიარება!!! გილოცავ ხვიჩა და ვულოცავ მთელ საქართველოს!
დაე, დიდი სანაკრებო წარმატებების დასაწყისი ყოფილიყოს, ხვიჩას მეთაურობით
fani
02 ივნისი 2023 20:16
2
გილოცავ, ჩვენო ოქრო ბიჭო, შენგან იწყება ქართული ფეხბურთის დიდების აღორძინება.
ზურაბ
02 ივნისი 2023 20:14
2
იმ რეკორდის მერე სამჯერ რომ გახდა თვის საუკეთესო ნამდვილად ეკუთვნოდა.
მიშო
02 ივნისი 2023 20:14
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული