ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

AutoSharing Option
იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.

კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).

გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.

მკითხველის კომენტარები / 128 /
ეგ ერთი და სხვა მრავალი...მადლობა ამ კარგი ქართველიბისთვის მადლობა შენ ს მშობლებს და მადლობა ყველას ვისაც შენი წარმატება უხარია გულით და სულით შენს გვერდში ქართველი ერი!
კახა
02 ივნისი 2023 23:48
2
გენაცვალე ხვიჩა!
ქუთაისი
02 ივნისი 2023 20:41
2
გილოცავთ ყველა საქართველოს და ესთეტიკური ფეხბურთის მოყვარულთ. ხვიჩას ვულოცავ და მჯერა რომ მომავალში უფრო მეტს იშრომებს და წარუშლელ კვალს დატოვებს
rable
02 ივნისი 2023 20:29
1
მიველ ვნახე გავიმარჯვე... საოცარია, რამხელა სიამაყეა !!!!!!!!!!!!
rigiti
02 ივნისი 2023 22:42
2
წინ საქართველო !!!
ნატო
02 ივნისი 2023 20:14
2
გენაცვალე კვარაა!! ეს რა ბედნიერი დღები გვაჩუქე!! უფალი გფარავდეს!!
ირაკლი
02 ივნისი 2023 20:13
2
აბა რა შენ გენაცვალე !!!
გიო
02 ივნისი 2023 20:12
2
მგონია რომ მთელი საქართველო ბედნიერია ამ ცნობით,ვენაცვალეეეეეეეე
მირო
02 ივნისი 2023 21:43
3
ვახ რას მოვესწარით!!!!!
ბექა
02 ივნისი 2023 20:16
0
რა მაგრად გამიხარდაააააა. გაიხარე ხვიჩა. გილოცავ! ამ ორი დღის უკან დავწერე კიდეც კომენტარი, რომ ხვიჩას ეკუთვნის პირველობა და მისცემენ კიდეც მეთქი და ისე აგიხდეთ ყველაფერი, ვისაც მისი წარმატება გაუხარდა. აბა შენი იცი ხვიჩა მომავალ სეზონშიც ველოდებით შენგან იგივეს. წარმატებები!!!
დავით 67
03 ივნისი 2023 00:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული