ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

AutoSharing Option
იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.

კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).

გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.

მკითხველის კომენტარები / 128 /
რუბინიდან რომ წამოვიდა შურიანი რუსი ვაიგულშემატკივრები წერდნენ რა უნდა იტალიაში, სკამი უნდა ხეხოს და ბათუმის დინამოში დააბრუნებენო. აბა რას იტყვით ბოღმისგან გასიებულო რუსებო? გასკდით გულზე, პირველივე სეზონში საუკეთესოა ჩვენი ხვიჩა და ეს ყველაფერი არ არის, ყველაფერი აწი იწყება
lexsen
03 ივნისი 2023 03:41
17
ეგ რუსები და აქაც რომ არ აკლებდნენ ბოღმას და შურს მგას რატომ არ ამბობ?შენიანისგანაა უფრო საწყენი თორე რუსი რომ მტერია ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა.
გეგი
03 ივნისი 2023 10:54
3
ალბათ რუსული არ იცი და ვერც კითხულობ! რუსი გულშემატკივრები 100-დან 95 სიხარულით მეცხრე ცაზე იყო ხვიჩას წარმატებებით, აქებდნენ და ადიდებდნენ, ბევრმა სპეციალური გვერდი გახსნა და ხვიჩას წარმატებებს აშუქებდნენ! ახლაც თავისიუანად მიაჩნიათ. ხვიჩა ისეთი მაღალი ადამიანური თვისებებით ა=რის დაჯილდოებული, ისეთი კარგი აღზრდილია, რომ ყველას ბრაზილიიდან ვლადივოსტოკამდე თავისიანად მიაჩნიათ!
aburjga
03 ივნისი 2023 10:29
1
ყველა გამოხმაურება
გულით ვულოცავ ხვიჩას და ყველა მის გულშემატკივარს. მართლა წარმოუდგენელი რამ მოხდა, სეზონის სტარტზე ალბათ უმეტესობა იმას ვნატრობდით,, რომ ძირითადში ადგილი დაემკვიდრებინა, ამან კი ნამდვილი სასწაული მოახდინა.
irakli81
03 ივნისი 2023 02:21
2
გილოცავთ!!! რა მაგარი ამბავია!!! ქართული ფეხბურთის უდიდესი წარმატება! ხვიჩას მადლობა და ასე მეგობარო! სულ წინ და წინ! ვამაყობთ და არა მარტო შენი ნიჭი და შრომა და თავდადება, არამედ შენინ ღირსეულობა და ადამიანობა გვიყვარს!
კაპიტან გარდენბურგი
03 ივნისი 2023 01:09
1
ასეც ვიცოდი არცერთ ნომინაციაში რომ არ დაასახელეს (საუკეთესო ნახევარმცველი .ახალგაზრდა. დებიუტანტი...) ეგრევე მივხვდი რომ სეზონის მვპ-სთვის ამზადებნენ ! ნაც ვითხებმა 2 დისლაოქი დაუსვეს ამ სტატიას @ დანარჩენები ჯერჯერობით სოროებში არიან შემძვრალები და ბოღმით სკდებიან DDD
zura222
03 ივნისი 2023 00:51
21
არ ვამბობ რომ მაინდამაინც ერთერთი ხარ. უბრალოდ ეს მოვლენა უნდა გაგიხარდეს, ყოველგვარი კბენების გარეშე. ფაქტია რომ იდიოტი ქოცები ხვიჩას წარმატებას თვითონ მიიწერენ. ერთხელ ვიღაც სანაიამ ( ჩემთვის ვიღაცაა) რაღაც იბოდიალა და ამიტომ თურმე ნაცებს ეჯავრებათ ხვიჩა.ეს არის აბსურდი. რუსებს ბლოგები აქვთ შექმნილი და გიჟდებიან ხვიჩაზე 90% ასეა. აქ კიდე იღრინებიან. შენი არ ვიცი და მე როდესაც რამე მიხარია, იმ დროს არავინ არ მძულს, დაჟე ტოტალიზატორში მოთამაშეებიც კი. არადა ეგენი ოჯახის ხორცმეტები არიან
დავით 67
03 ივნისი 2023 13:36
3
ქოცუნები არიან რუსები, ხვიჩა ქოცი ნაღდად არ არის.
goga
03 ივნისი 2023 07:15
7
ყველა გამოხმაურება
ყველაფერი ლოგიკურია. მე პირადად საუკეთესო მეკარედ მილანის მეკარეს მაიკ მენიუს დავასახელებდი
დავით 67
03 ივნისი 2023 00:46
3
რა მაგრად გამიხარდაააააა. გაიხარე ხვიჩა. გილოცავ! ამ ორი დღის უკან დავწერე კიდეც კომენტარი, რომ ხვიჩას ეკუთვნის პირველობა და მისცემენ კიდეც მეთქი და ისე აგიხდეთ ყველაფერი, ვისაც მისი წარმატება გაუხარდა. აბა შენი იცი ხვიჩა მომავალ სეზონშიც ველოდებით შენგან იგივეს. წარმატებები!!!
დავით 67
03 ივნისი 2023 00:42
1
GOAT!
T.q
03 ივნისი 2023 00:40
3
გაიხარე ჩვენო გამხარებელო. დიდი მადლობა რომ ასეთი ხარ
ქეთევან
03 ივნისი 2023 00:36
1
წარმოუდგენელი რამ, 1 წლის წინ ამას ვინ წარმოიდგენდა. Გილოცავთ.
Რერო
03 ივნისი 2023 00:26
1
ცრემლები მომდის გენაცვალე
გიო
03 ივნისი 2023 00:25
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული