ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

AutoSharing Option
იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.

კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).

გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.

მკითხველის კომენტარები / 128 /
არის ასრულდა ოცნება! გილოცავ ხვიჩა! ნამდვილად არ მეგონა! დიადი გამარჯვებაა ქართული გენის!
მწრთვნელი
02 ივნისი 2023 20:48
2
არიიის არიიიის მეგობრებოოოოო არიიიიის!!!!ისტორიული მომენტი.
შახრუდინი
02 ივნისი 2023 20:47
2
გილოცავთ!!!!!ნიცა ეს შენი დამსახურებაცაა ყოველთვის გვედში ედექი შენ საყვარელ ადამიანს,ასე გააგრძელეთ!
ირაკლი
02 ივნისი 2023 20:43
3
აბა რიააა!დამსახურებულზე დამსახურებული! ხვიჩას Hater-ებო გასკდით გულზე!
james
02 ივნისი 2023 20:43
3
სასწაული აღიარება!!! გილოცავ ხვიჩა!
უვიცი
02 ივნისი 2023 20:42
2
გენაცვალე ხვიჩა!
ქუთაისი
02 ივნისი 2023 20:41
2
ვტირი
ტიმო
02 ივნისი 2023 20:39
4
ხომ ვამბობდი, ბრწყინავს, ბრწყინავს და კაშკაშებს ქართული გენი და ნიჭი! და ეს ჯერ დასაწყისიააა.
გილოცავ, გილოცავ ჩვენო სიამაყევ, შენ ამ ქვეყანას იმედი დაუბრუნე, იმედი და რწმენა. ვენაცვალე შენს ჯიშს და ჯილაგს!
დიდება, დიდება, დიდება საქართველოს!!!
ლევანი
02 ივნისი 2023 20:38
2
ასეც ვიცოდი! ფეხბურთი მხოლოდ გოლები არ არის. ოსიმენს, იმედია, არ ეწყინება-)
კვარაისტი
02 ივნისი 2023 20:35
2
ოსიმენი ბომბარდირი თავდამსხმელია და საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელეს.ხვიჩა კი თამაშზე ახდენდა უდიდეს ზეგავლენას და საუკეთესო ფეხბურთელად.
სოსო
03 ივნისი 2023 01:19
0
გილოცავ ხვიჩა გენაცვალე,ძალიან გახარებული ვართ,შენ იცი,მიღწეულზე გაჩერება არ შეიძლება,წინ და წინ,სულმუდამ გამარჯვებულს გევლოს.
Mr.kostaia
02 ივნისი 2023 20:35
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული