ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

AutoSharing Option
იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.

კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).

გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.

მკითხველის კომენტარები / 128 /
არის არის არის!!!
საერთოდ არ მაინტერესებს ახლა ვინ რას იტყვის კვარაზე და მის რამდენიმე უგოლო თამაშზე. ყველას ყველაფერი ვაპატიე რადგან უზომოდ გახარებული ვარ! :D
ყველაფერი გადაფარა MVP ს ჯილდომ.❤️
ფენომენალური სეზონი, სკუდეტო პირველივე წელს და სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტული.
ამაზე მეტი რა უნდა ექნა აღარვიცი.
მოკლედ გილოცავთ ვისაც მართლა გაგიხარდათ!
ვისაც არ გაგიხარდათ რავი, მომავალ უგოლო თამაშებს დაელოდეთ და თავები დაიმშვიდეთ❤️

Skeleton
02 ივნისი 2023 20:35
2
აბა რა
მამუკა
02 ივნისი 2023 20:34
2
გილოცავთ ყველა საქართველოს და ესთეტიკური ფეხბურთის მოყვარულთ. ხვიჩას ვულოცავ და მჯერა რომ მომავალში უფრო მეტს იშრომებს და წარუშლელ კვალს დატოვებს
rable
02 ივნისი 2023 20:29
1
დიდება უფალს!
დიდება საქართველოს არწივების და ლომების მშობელს!
გაუმარჯოს ჩვენს სასიქადულო, საამაყო, ძვირფას ხვიჩა კვარაცხელიას!
ეს ერთი და სხვა მრავალი!
ხედავთ რა მაგრები ვართ, იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი, საფრანგეთსი მართალია მეორე დიუვიზიუონის, მაგრამ მაინც საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი!
ღმერთმა დაგლოცოთ საქართველოს შვილებო!
aburjga
02 ივნისი 2023 20:28
2
აბა რააააა!!! ეს მხოლოდ დასაწყისია
ჯაბა
02 ივნისი 2023 20:28
1
დიდება უფალს!!! გენაცვალე ხვიჩა❤️გილოცავ!!!ეს ერთი და სხვა მრავალი!!! გილოცავ საქართველო!!!
გულშემატკივარი
02 ივნისი 2023 20:28
2
გილოცავთ!
ზიზ
02 ივნისი 2023 20:28
2
ძალიან გამიხარდა.კიდევ მრავალი წარმატებები.
მოცლილი
02 ივნისი 2023 20:27
2
არ გვანერვიულეს ამ შობელძაღლებმა...გილოცავ ხვიჩა,ვულოცავ საქართველოს,მალე ოქროს ბურთი მოგველოცოს შენთვის,შრომა არ გეზარება და ნიჭიც უხვად გაქვს,ჰა ბურთი და მოედანი...
Gomako
02 ივნისი 2023 20:26
5
გილოცავთ. მაგარი გახარებული ვარ. კვარა შენ გეხუტუნე,მაგარი კაცი ხარ. გასკდით ახლა გულზე,ვინც კვარას არ აღიარებდით.
კახა
02 ივნისი 2023 20:24
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული