"ხვიჩა იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელი არაა" - ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა, რომელიც 16 წელი ფიფას ვიცე-პრეზიდენტი იყო, Матч ТВ-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს MVP-ის წოდება არ დაიმსახურა.

- პირადად მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ხვიჩა იტალიაში საუკეთესო მოთამაშე არაა, თუმცა ღმერთმა ინებოს. უნდა მივულოცოთ ჩვენს კლუბებს "ლოკომოტივსა" და "რუბინს", რომ ასეთი ფეხბურთელი გაზარდეს.

- რუსეთის პრემიერლიგიდან კიდევ ვის შეუძლია მსგავსი გზა გაიმეოროს?
- ისეთები, როგორიც კვარაცხელიაა, ერთეულებია. ჩვენ რამდენიმე ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, ვიღაცას ასევე აქვს ასეთივე მონაცემები, მაგრამ ამას კიდევ
ხომ რეალიზება სჭირდება.

ერთი-ორი წლის წინ ჩვენ ფეხბურთელთა მთელ ჯგუფზე ვსაუბრობდით - სადღა აღარ უხმობდნენ. "მანჩესტერ სიტი","ჩელსი". და სად არიან ახლა? გვარების დავიწყებაც კი დაიწყეს.

- თქვენ ზახარიანზე ლაპარაკობთ?
- მათ შორის, მასზე. ტალანტები ჩვენთან არიან: იგივე ზახარიანი, ტიუკავინი, პინიაევი. უნდა ვნახოთ, როგორ ივარჯიშებენ.

რუსული მედია კვარაცხელიას წარმატებას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ სეზონის პირველ ორ მესამედში ჩინებულად გაისარჯა, მაგრამ საქართველოს ნაკრების ჩათვლით, ბოლო 14 მატჩში საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა და ბოლოს გოლი და საგოლე გადაცემა 19 მარტს "ტორინოსთან" მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
იდიოტი კოლოსკოვის აზრს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს - შურით სკდება ეს ნაგავი!
irakli
21:26 06-06-2023
0
ეს ის კოლოსკოვია, ქართველები რომ ეზიზღებოდა ყოველთვის. ჩვეულებრივი რუსი შოვინისტი ნაბიჭვარია
კვარაისტი
01:26 06-06-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული