კვარაცხელია, მესი, მბაპე, დე ბრუინი - გაეცანით WhoScored-ის ტოპ 5 ლიგის სიმბოლურ ნაკრებს

AutoSharing Option
WhoScored-მა, სეზონში ჩატარებული შედეგების მიხედვით, "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 5 ლიგის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

მეკარე: ხერემიას ლედესმა (კადისი 7.03)

მცველები: კირან ტრიპიერი (ნიუკასლი 7.41), ბენჟამენ პავარი (ბაიერნი 7.17), ანდრეი ჟიროტო (ნანტი 7.09), რაფაელ გერეირუ (დორტმუნდი 7.27)

ნახევარმცველები: ბუკაიო საკა (არსენალი 7.4), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი 7.58), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი 7.58), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი 7.43)

თავდამსხმელები: ლეო მესი (პსჟ 8.28), კილიან მბაპე (პსჟ 7.8)

"ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში ყველაზე მეტჯერ, შვიდჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. მხოლოდ რაფაელ ლეაომ განახორციელა
მეტი წარმატებული დრიბლინგი (77), ვიდრე კვარაცხელიამ (75). მან ჩემპიონატზე 12 გოლი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და WhoScored-ისგან 7.43 შეფასება დაიმსახურა", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეაომ დრიბლინგი კი არა ჯირითი განახორციელა, ტიპი თავის დარტყმულს ეწევა, ჯირითობს “ჰალოპით” ცხენივით და სად ნახეს დრიბლი? კვარას ორი მცველი ცარიელზე უდგას(ისე სპალეტი ძაან განზე აყენებდა დაუმუღამა მოწინააღმდეგეს კვარას შიში) პასზე კიდევ ორი ემატება და როგორ მოახერხა ლეაომ მასზე მეტი დრიბლი? პრისტა სირბილს ათვლიან გარემარბს?
suxumchanin
01:02 08-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული