"ხვიჩაზე წიგნის თარგმნა არაერთ რუსულ გამოცემას სურდა, მაგრამ..." - რას წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წიგნი "ხვიჩა, ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი" დაწერა, სოციალური ქსელით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ წიგნის თარგმნის თხოვნით არაერთი რუსული გამოცემა შეეხმიანა, მაგრამ ყველას უარი შეუთვალა.

ის ასევე აღნიშნავს, წიგნის რუსულად თარგმნა მაინც მოხდება, მაგრამ ამას ქართული გამოცემა გააკეთებს და ყდაზე ეწერება, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

"წიგნის ,,ხვიჩა, ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი" გამოცემის თხოვნით არაერთი რუსული გამომცემლობა შეგვეხმიანა და ყველას უარი ვუთხარი.

თუმცა წიგნი რუსულად მაინც გამოვა, გამოსცემს ქართულივე გამომცემლობა. გარეკანის დიზაინი
მცირედით შეცვლილი იქნება და ეწერება - ,,საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ", საავტორო ჰონორარს კი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებისთვის დაწესებული სტიპენდიის დანამატად ვაქცევთ", - წერს კეკელიძე.
მკითხველის კომენტარები / 25 /
პოლიტკაში გადასვლა და ამ რუსეთის მოტრფიალეების სიძულვილია ენა რატომ ქვეყნდება საინტერესოა.
აზრის გამოთქმა რომ აუკრძალო და კომენტარები დაუბლოკო ეგრევე სიტყვის თავისუფლებაზე და ლიბერალიზმზე ალაპარაკდებიან , იმაზე რასაც ასე გამუდმებით ებრძვიან. ხო ვინც არ იცით , ნებისმიერი აზრის გამოთქმის არსებობა არის ლიბერალიზმი, ის კი არაა რასაც თქვენ გეუბნებიან.
კომენტარს რომ დაწერ და დაწერიდან ერთ საათში ვინმე თავზე არ დაგადგება და სადმე არ გადაგასახლებს, ეგ არის ლიბერალიზმი და ლიბერალიზმის პერიოდში წერთ ყველანაირ სისულელეს თამამად.
ასე რომ ამ მონაპოვარს გაუფრთხილდით. რუსეთთან 37 იანი წლები მოგელით ისევ. და ნუ გგონიათ თქვენი ნათქვამი ყველაფერი მოსაწონი იქნება და ნუ გგონიათ არ შეგეხებათ ძალადობა!
.
10 ივნისი 2023 19:29
2
ბრიყვული გადაწყვეტილებაა. ამ ნაბიჯით ხვიჩას პერსონას თავისთავად ტვირთავენ პოლიტიკით. ან საერთოდ ნუ თარგმნით, ან შეეშვით ამ ბიჭის სტატუსის გამოყენებას და თარგმნეთ ჩვეულებრივად
ანესთეზეოლოგი
10 ივნისი 2023 12:01
5
რა არის ოკუპირებული?
რუსულ ენაზე ზუსტადაც უნდა ეწეროს ეგ მწარე ფაქტი.
სხვა ენებზე როცა ითარგმნება იქ არ ეწერება. ასე რომ არაფერი საპოლიტიკო მანდ არაა. რუსეთი არის მტერი
დავით
10 ივნისი 2023 13:42
5
წიგნი გამოსვლილსთანავე ვიყიდე და ძალიან მომეწონა.
რუსეთთან საერთო სიხარულები არ გვჭირდება. ძალიან კარგი თუ უარი უთხრა რუსულ გამოცემებს.
ყველაზე ჩასაფრებული რუსები არიან ხვიჩაზე (ზოგ ვარ ქართველს არც დავასახელებ არც არიან მნისვნელოვნები).
შურით სკდებიან და ახლა ვითომ წიგნი მოუნდათ. რადგან ხვიჩა მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდა დაესიენ ეგრევე.
რადგან რუსულ ენაზე მაინც გამოვა და გმირის ოჯახს მოხმარდება, ამაში ცუდი არაფერია.
აქ ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგებით, ჯერ გაიგეთ სიმართლე.
გმირის ოჯახზე დახმარება ტეხავს?
რუსების მოყვარულები არ გამომეხმაუროთ. თქვენთვის ანწუხელიძე არის მოღალატე და ორჯონიკიძე გმირი.
??
10 ივნისი 2023 11:44
13
მიუხედავად ჩემი დიდი თაყვანისცემისა და გულშემატკივრობისა,ვფიქრობ ჯერ არ დამდგარა დრო,რომ ხვიჩაზე წიგნი დაიწეროს.არ გვინდა ეს ზედმეტები.
ჯუჯი
10 ივნისი 2023 07:45
0
გიორგის მინდა ვუთხრა კეკელიძეს. გიორგი, ხალხი იდიოტი რატომ გგონია მეგობარო? გაიგე ერთხელ და სამუდამოდ, ადამიანები იმაზე უფრო დახვეწილები არიან, ვიდრე ეს ჩანს. ხალხი სრულიად პატარა ნიუანსებსაც კი ამჩნევს. დაიჯერე, რომ ნებისმიერი შენი სწორი, კეთილშობილი ნაბიჯი უხმოდ ჩანს. უბრალოდ ეს ვაი პატრიოტულ და ანტირუსულ კამნპანიაზე ნიშNების და ქულების დაწერა აღარ ჭრის. ყალბია მეგობარო ეს. ნიჭიწერი ბიჭია ხარ, მართლა. მომწონს მისი ჩანაწერები გურულებზე. წერე ბიძიკო, წერე რაც გამოგდის და ხვიჩას დაანებე თავი. დაანებე თავი პაპულისტურ ამბებს, დაჯექი იკითხე შენთვის, წერე, რაც შენი კალამიდან გამოვა და გეყოლება უამრავი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი. უშნოა ეს, კვარა რა შუაშია გიორგი :) ნიჭიერი ბიჭ ხარ, მარა არ გიხდება ეს პოპულისტობა და ხმაური და ასე.შ. რუსებიც მიხედავენ თავის თავს და ქართველებიც და შენ დარჩები ამ პატრიოტულ ტალღაზე უაზროდ აყოლილი. პირადად ჩემი რჩევა: დაწერე რამე კარგი მოთხრობა, წიგნი, ღრმა და ნამდვილი, რადგან წერის ნიჭიც გაქვს და არ ხარ ცუდი ადამიანი. რაღაც მნიშნელოვანს შეძლებ, ყველას არ აქვს ასეთი ნიჭი! ჩემი პატაივისცემა ყველაფერ ნამდვილშიმ, მაგრამ ამ ყალბს კი ყველაფერს მოეჭვი და მოიშორე. წარმატებები
კაპიტან გარდენბურგი
10 ივნისი 2023 00:57
15
რუსეთი მიხედავს თავის თავს რას ნიშნავს? მიხედავს კი და გადაყლალავს ყველას, მათ შორის ჩვენნაირ პატარა ერებს და ხმა არავინ ამოიღოს? შენ თუ არ გექნა პროტესტი, დარანჩენი მსოფლიო მართლა დაგიკიდევს ფეხებზე.
რა არის ცუდი იმაში, რომ რუსულ გამოცემებს უარი უთხრა, ქართულ გამოცემას დათანხმდა რუსულად დაბეჭვდაში და რუსულენოვან ხალხზე რაც გაიყიდება თანხა გმირის ოჯახს მოხმარდება??
თუ რუსეთი რომ არ გავაღიზიანოთ იმის გვეშინია ?
რატომ არის ეს პოპულისტობა?
ესე იგი დამოუკიდებლობა რომ მოვიპოვეთ ეგეც პოპულისტობა ყოფილა და მაგით რუსეთი გავაღიზიანეთ თურმე :))
!!
10 ივნისი 2023 11:53
6
,,აბა ჩემო მანასეო ხან ისე და ხან ასეო,, ასეა ეს////
დათა თუთაშხია
09 ივნისი 2023 21:23
3
სავარაუდოდ,რუსეთი იმ წარწერის გამო, წიგნის შეტანას დაბლოკავს და ისევ,მხოლოდ პროპაგანდისტული სკანდალი გამოვა.მიზანი გასაგებია,მაგრამ სარგებელი რა იქნება?რუსებს სკანდალებით შეაშინებ,არ შეარცხვენ?-არა მგონია!
სოსო
09 ივნისი 2023 19:59
12
ვისაც უნდა ძალიან კარგად იყიდის, ინტერნეტით გამოიწერს, ან სხვა ქვეყანაში შეიძენს.
ვერ ვხვდები რატომ არის პოპულიზმი იმის ხმამაღლა გაჟღერება, რომ რუსეთის მიერ ეს ქვეყანა ოკუპირებულია?
ასე როგორ უნდა გვეშინოდეს რუსეთის, რომ საკუთარ თანამემამულებს ვლანძღავდეთ, რუსეთს ოკუპანტი რატომ დაუძახაო.
კარგით რა მართლა...
200 წელია ვერ მივხვდით რუსეთი მტერი რომ არის და სადმე ხმამაღლა გაჟღერებაც გვიტყდება.
ჩვენ თუ არ გავაღჟერებთ სხვას ვის დააინტერესებს?
რატომ იყო ჩუმად დასავლეთი ყოველთვის ჩვენს მიმართ იცით? ისევ ჩვენივე უნიათობის მშიშრობის და მტრის არ მცნობობის გამო. ვერასოდეს მივიტანეთ ჩვენი ტკივილი მსოფლიოს ყურამდე და მონსტრის წინაშე სულ მარტო ვიყავით!
სახეში უნდა შემოარტყა ყველას რუსეთი რაც არის.
არავინ ჩაიგდებს თავს დისკომფორტში ჩვენს გამო, თუ ისევ ჩვენ არ შემოვულაწუნეთ და ისევ ჩვენ არ ვიბრძოლეთ, სიტყვით მაინც...
!!
10 ივნისი 2023 19:35
4
!!-ს.სად იყიდიან,რუსეთში თუ არ შეატანინეს?თუ გაყიდვა და ამით გმირების ოჯახების დახმარება სურდა,უწარწეროდ შეეტანა და არავითარი პრობლემა არ იქნებოდა.რა,რუსებმა არ იციან,რომ საქართველოს ტერიტორია დაიპყრეს?!კი,უკრაინაში გაიყიდება,მაგრამ ომში და გაჭირვებაში ჩავარდნილ უკრაინელს,ძალიან დააინტერესებს,ხვიჩას ისტორია,რომ მისთვის,ოჯახისათვის საკვების საყიდლად გადადებული ფული დახარჯოს?!ეგ წარწერა,სწორედაც იმის ნიშანია,რომ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის დახმარება კი არა,ქულების დაწერაა,გიორგი კეკელიძის მთავარი მიზანი.
სოსო
10 ივნისი 2023 15:45
3
ყველა გამოხმაურება
ეხლა სიმღერაც ხო არ დავწეროთ ხვიჩაზე, მერე ლექსები ,ამ გადაჭარბებულმა ყურადღებამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს ჯობია ვაცადოთ და აკეთოს თავის საქმე
Ddd
09 ივნისი 2023 19:24
4
2022 წლის გამო? და 2008 უფრო მტკივნეული არ იყო? რუბინში რატო თამაშობდიო გაუბედავ რო კითხო? როგორც იქ თამაში არ იყო სირცხვილი ქართველისთვის არც წუგნის გამოცემაა ქვეყნის ღალატი იმ ფულით წაი და უკრაინის ფონდში გადარიცხე
ნოდო
09 ივნისი 2023 19:04
4
ეს ძალიან სერიოზული მწერალია :))))))))))))))))
lelo
09 ივნისი 2023 18:11
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული