"ნერაძურის" ქართველთან ერთად "ემპოლის" კიპერის, გილერმო ვიკარიოს ვარიანტიც აქვს, თუმცა ჩვენებურის დამატება უფრო პრიორიტეტული იქნება.
მოგეხსენებათ, ონანას "ჩელსის" უკავშირებენ და დიდი ალბათობით, ის კარიერას "სტემფორდ ბრიჯზე" განაგრძობს.
ლონდონელებთან დაკავშირებით მამარდაშვილის გვარმაც გაიჟღერა. გიორგის მიმართ ინტერესი, "არისტოკრატების" გარდა, არაერთ გუნდს აქვს, დღეს კი უკვე, როგორც მოგახსენეთ, ახალმა კლუბმა "ინტერმა" გაიჟღერა.