ეს საინტერესოა - მიქაუტაძე "იუვენტუსში" მილიკს შეცვლის?

AutoSharing Option
"მეცის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძით "იუვენტუსის" დაინტერესების თაობაზე ორი ავტორიტეტული იტალიური სპორტული გამოცემა იტყობინება.

Calciomercato წერს, რომ "იუვენტუსს" უახლეს ისტორიაში, შესაძლოა, ყველაზე რთული სატრანსფერო პერიოდი ელის, გენერალური დირექტორი ჯოვანი მანა და კრისტიან ჯუნტოლი, რომელიც "ნაპოლის" დატოვებს და ადრე თუ გვიან ტურინულ კლუბს შეუერთდება, საკადრო საკითხების მოგვარებას შეეცდებიან. სწორედ ამაზე ისაუბრეს მილანში სადილისას მან და გუნდის მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ.

ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ დატოვებს "იუვეს". ანხელ დი მარიას და ლეანდრო პარედესის წასვლა უკვე გადაწყვეტილია, დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვაზე "ჩელსისთან" მიმდინარეობს
მოლაპარაკება (80 მილიონ ევროს ითხოვენ), ალექს სანდროს, ადრიენ რაბიოს, ხუან კუადრადოს და არკადიუშ მილიკის საკითხი გადასაწყვეტია. კლუბი რაბიოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას, ხოლო მილიკთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას იმედოვნებს, რომლის კონტრაქტის "მარსელისგან" 7 მილიონად (პლუს, 2 მილიონი ბონუსების სახით) გამოსყიდვაზე უარი თქვა.

გამოცემა იტყობინება, რომ პოლონელის ალტერნატივად მოულოდნელად "მეცის" ქართველი ლეგიონერის, გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურა გამოჩნდა, რომელმაც გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა.

ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს tuttosport-ი სათაურით - "იუვე"-ალეგრი: სტრატეგია სადილზე, რაბიოდან მიქაუტაძემდე":

"დაცვის ფლანგების გასაახლებელი ახალი შესაძლო სახეების, ფაბიანო პარიზისა (ემპოლი) და ფილიპო მისორის (რომა) გარდა, მილიკის ალტერნატივად ფრანკო-ქართველი გიორგი მიქაუტაძე იქნა შეთავაზებული. ახლა ბურთი სრული დატვირთვით მომუშავე სატრანსფერო გუნდს გადაეცემა, რომელიც ჯუნტოლის მოსვლასთან დაკავშირებით ალეგრისთან თანამშრომლობის მოლოდინშია. მაქსი კი მზადაა, დასასვენებლად სარდინიაზე წავიდეს".

მკითხველის კომენტარები / 8 /
შეიძლება იუვეს არ მოგწონდეს, მაგრამ როცა ქართველის მიმართ ამხელა გრანდი ინტერესდება, და შენ კიდე ღლიცინებ და აბაიბურებ თითქოს, ვითომ ეგ არაფერს ნიშნავს და ჩვენ არ ვართ მაგის დონის., მინიმუმ ტეხავს ეგეთი ფიქრიც და მიდგომაც, ბიჭი ორჯერ გახდა ბომბარდირი ასეთ პატარა ასაკში, მართალია მეორე ლიგებში მაგრამ, მიდი აბა გაიტანოს ვინმემ მაგდენი და დადოს შედეგი ზედიზედ, ესეგი როცა 21 წლის ბიჭი ამდენს აკეთებს გამოდის ააქ მოტივაციაც მონდომებაც და ნიჭიც, რომ ცადოს ტოპ დონეზე თამაში, მინიმუმ შანსი თუ მიეცა უარი არ უნდა თქვას./ კვარაზეც სულ ჩხუბი მიდიოდა , ვერ გადავა! არ იყიდიან!, მერე იყიდეს და ახალი კბენის მოზეზი მოძებნეს, არ ათამაშებენ! ვერ ითამაშებს! ვერ გაქაჩაბს! , ითამაშა და გაქაჩა კიდეც, მარა მერე ახალი რაღაც მოუგონეს, პირადი ცხოვრებასში ცხვირის ჩაყოფა და ნუ მოკლედ.// თქვენ მარტო ის გსიამოვმებთ რომ ქართველი ლანძღოთ, დააკნინოთ, და შეურაწყოთ, თუთუთუმეობა შეტენოთ ნებისმიერი მიმართულებით, თქვენ არც ფეხბურთი გიყვართ და არც მითუმეტეს ქართველი წარმატებული ადამიანები! წადით რა გაეშვით ამ ქვეყამას!, ბრაზილიას, არგენტინას, საფრანგეთს, იტალიას , გერმანიას უგულშემატკივრე, ეგენი სულ იგებენ და შენც ბედნიერი იქნება და ჩვენ კიდე გვაცალე ცხოვრება! ნელნელა მოვა ჩვენი დროც, მაგარი თაობა წომოვიდა და თავის სიტყვას აუცილებლად იტუვიან!
Vasili
16:03 14-06-2023
1
Juventus-ი შესანიშნავია, მაგრამ ჩვენთვის იდეალური ვარიანტია Napoli, სადაც მას და კვარაცხელიას უკეთესად შეთამაშების საშუალება ექნებათ, და უკეთ ითამაშებენ ნაკრებში.
ქ. გ.
09:19 14-06-2023
6

სიახლეები პოპულარული