"ვალენსიას" მამარდაშვილის გაყიდვა სურს და პრემიერლიგიდან წინადადებებს ელოდება

AutoSharing Option
"ვალენსიას" გიორგი მამარდაშვილის გაყიდვა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქართველი მეკარის დამატებით პრემიერლიგის კლუბები: "ასტონ ვილა", "ჩელსი", "ბრაიტონი", "ტოტენჰემი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარნლი" ინტერესდებიან, თუმცა "ღამურებისთვის" ოფიციალური წინადადებით არცერთ მათგანს არ მიუმართავს.

"ლა ლიგის სეზონის დასაწყისში მისი სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევრო გახლდათ, თუმცა, "ვალენსიას" რთული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი ფასი 20-25 მილიონს არ უნდა გადასცდეს. მაგრამ გიორგის ფასი ჯერ კიდევ უცნობია", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ლა ლიგის 2022/23 წლების სეზონში "მამარდამ" ყველა მატჩი შეუცვლელად ითამაშა.

altმამარდაშვილის

"ჩელსიში" გადასვლა გამოირიცხა - პოჩეტინო კეპას ძირითად მეკარედ მიიჩნევს

altმამარდაშვილის დამატებით იტალიური გრანდიც ინტერესდება - შესაძლო ტრანსფერი მოქმედი მეკარის ბედზე გადის

alt"ჩელსის" ონანას შეძენა უნდა, თუმცა მამარდაშვილის ტრანსფერი უფრო რეალურია

მკითხველის კომენტარები / 4 /
სავარაუდოდ ყველა კლუბი სანაკრებო მატჩების დასრულებას ელოდება რომ კიდევ ნახონ საქმეში და შემდეგ მიიღონ გადაწყვწტილება
david
20:06 16-06-2023
0
ბრაიტონი ცუდი არ იქნებოდა
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
15:34 16-06-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული