"1 საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, მისი სიტყვები ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა" - კვარამ თანაგუნდელზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
გუშინ, 17 ივნისს, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები კვიპროსს ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ მაკედონურ პრესასთან ისაუბრა და "ნაპოლიში" მისი თანაგუნდელის ზამბო ანგისას შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"სეზონის დასაწყისში ოჯახისგან, მეგობრებისგან და თანაგუნდელებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. მაგრამ ანგისასთან საუბარი მართლაც განსხვავებული იყო. მახსოვს, "ლაციოსთან" მატჩის წინ ოსიმენთან, ანგისასთან და ელმასთან ერთად ვვარჯიშობდი.

მე და ანგისამ ერთი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ, ძალიან ყურადღებით ვუსმენდი. გულწრფელად მესაუბრა, მისი სიტყვები ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. მან კარგად ამიხსნა სერია A-ს
თავისებურებები, მახასისათებლები. ამის შემდეგ თავდაჯერება მომემატა, უფრო გუნდურად თამაში დავიწყე. მინდა, ჩემს თანაგუნდელებს მადლობა ვუთხრა იმისთვის, რაც მათ ჩემთვის გააკეთეს", - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, "კვარამ" გასულ სეზონში "ნაპოლის" მაისურით 40 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altკვარაცხელია საუკეთესო იყო და აი, რატომ - ანალიტიკური პორტალების შეფასებები

altსაქართველოსთან შეხვედრამდე შოტლანდიამ ნორვეგიას მოუგო [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრებმა კვიპროსს მძიმე მატჩში სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ანგისას ქუჩაა ასევე ბათუმში!
ლაშა
11:55 18-06-2023
2
ანგისა არის მართლა მაგარი კაცი როგორც ადამიანი.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
11:18 18-06-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული