"შოტლანდიაში გასამარჯვებლად მივდივართ. რთული სეზონი მქონდა, გოლი შოტლანდიაში გავა" - Geo Team-ის ბლოგი კვიპროსიდან [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი სტუმრად 2:1 დაამარცხა.

Geo Team-ი ლარნაკაში ჩავიდა და საინტერესო ბლოგიც შემოგვთავაზა.

ხვიჩა კვარაცხელია:

"პირველი გამარჯვება ჯგუფში ძალიან სასიხარულოა, მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ ზურიკოს დამსახურებით, შოტლანდიაში გასამარჯვებლად მივდივართ, იმედი გვაქვს, რომ მათთან თამაშიც წარმატებული იქნება და როგორც დღეს იქაც გამარჯვებით დავამთავრებთ. მთავარი გამარჯვებაა, გულშემატკივრებს 3 ქულა ვაჩუქეთ, შეიძლება ხარისხი არ იყო ისეთი კარგი როგორიც გვინდოდა, მაგრამ მთავარია მოვიგეთ. ვეცდებით შოტლანდიასთან ხარისხი გამოვასწოროთ. რთული სეზონი მქონდა, ბევრი თამაში მომიწია, შოტლანდიასთან გავა გოლი (ჟურნალისტმა ჰკითხა
უიღბლობაზე, რადგან "კვარას" ფაქტობრივად გოლის გატანის კუთხით არ უმართლებს)".

ზურიკო დავითაშვილი:

"ნაკრებში გოლი ყოველთვის საოცარია, როგორი გოლიც არ უნდა იყოს გადამწყვეტი თუ რიგითი მაინც სასწაული გრძნობაა, ასე ვერ გადმოვცემ ამას. ყველა ფეხბურთელმა უნდა გამოსცადოს სამშობლოს მაისურით გოლის გატანა და გულშემატკივრების გახარება".

გიორგი გოჩოლეიშვილი:

"მინდა ქომაგებს მადლობა გადავუხადო, იმდენი ქართველი იყო ჩამოსული სახლში ვთამაშობდით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას".

გიორგი მიქაუტაძე:

"ვიცოდით, რომ ძნელი თამაში გველოდა, დღეს მოგება გვინდოდა და 3 ქალით სახლში წასვლა. შოტლანდიაში მივდივართ, რომ კარგი რეზულტატი გვქონდეს. რაც შეეხება მეცს, ვნახოთ რა იქნება".

საბა ლობჟანიძე:

"პირველ რიგში მინდა გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო, ისეთი ატმოსფერო იყო, თითქოს სახლში ვთამაშობდით. თამაშის ხარისხი ისეთი კარგი არ იყო, როგორიც გვინდოდა, თუმცა რაც მთავარია 3 ქულა ავიღეთ. საერთოდ ისეთ ტურნირზე გასვლა თუ გინდა, როგორიცაა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი ასეთი შეხვედრები უნდა მოიგო, ამისთვის უნდა გაგიმართლოს, ბევრჯერ არ გაგვიმართლა ახლა გაგვიმართლა და 3 ქულა ავიღეთ".




მკითხველის კომენტარები / 20 /
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ასეთი ტექნიკის და ინტელექტის პატრონს როგორც კვარაა რბილად რომ ვთქვათ საფინიშო დარტყმა საკმაოდ გასაუმჯობესებელი აქვს, ყველას მაგარი დარტყმები ქონდათ ვინც ადრე ასეთ კატეგორიაში გადიოდნენ ბაჯოს, ბერკამპს, ზიდანს, ტოტის, ეფენბერგს, ყიფიანს და ას.შ. აგერ რუდი გარსიას ერთი დადებითი რაც ააქვს მის გუნდებში ვინგერები ყოველთვის წინა პლანზე იყვნენ და მის ხელში გარემარბებს სოლიდურად გაქონდათ გოლები. იმედია კვარას "დარტყმის" გასაუმჯობესებლად პირადად დაინტერესდება და კონკრეტული ტრენინგებით თუ რჩევებით ხვიჩას ამ კომპონენტს გაუუმჯობესებს ეს ხომ მის პირდაპირ ინტერესებშიც შედის.
Charley
13:16 18-06-2023
5
მიქაუტაძეს 3 ქალით კი არა 3 ქულით უნდოდა წასვლა სახლში, თუმცა პირველი ვერსიაც არაა ცუდი.
ირაკლი
14:29 18-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული