+70 მილიონი - კვარაცხელია სერია A-ს ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელია

AutoSharing Option
Transfermarkt-მა სერია A-ს ფეხბურთელთა ფასები განაახლა და ყველაზე გაძვირებულთა შორის "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაა.

სეზონის განმავლობაში კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა 85 მილიონს შეადგენს.

22 წლის ქართველმა სადებიუტო სეზონში კლუბში 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 17 საგოლე გადაცემა გააკეთა და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

სერია A-ს გაძვირებულ მოთამაშეთა ათეული:

1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი. +70 მლნ - ამჟამინდელი ფასი 85 მლნ)
2. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი. +55 - 120)
3. კიმ მინ ჯე (ნაპოლი. +46 - 60)
4. რასმუს ჰეილუნდი (ატალანტა.
+40.5 - 45)
5. ჯორჯო სკალვინი (ატალანტა. +30 - 40)
6. ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი. +28.5 - 35)
7. ადრიენ რაბიო (იუვენტუსი. +23 - 40)
8. ანდრე ონანა (ინტერი. +23 - 35)
9. რაფაელ ლეაო (მილანი. +20 - 90)
10. სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი. +20 - 40)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული