"ვკანკალებდი, ვოცნებობდი ხვიჩასთან შეხვედრაზე, რადგან ის ჩემი კერპია" - საქართველოს 16-წლამდელთა ფეხბურთელი გიორგი ჩუბინიძე გლაზგოში ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა

AutoSharing Option
Geo Team-ი შოტლანდიასთან (0:2) მატჩამდე საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელს, გიორგი მანუელ ჩუბინიძეს შეხვდა.
"ცოტას ვნერვიულობ, მაგრამ ასევე მოუთმენლად ველი მატჩს. ბიჭებთან ვისაუბრე. ვოცნებობდი მათთან შეხვედრაზე. მათ მე წამახალისეს, უნდათ, რომ სამ, ოთხ, ხუთ წელში მათ გვერდით ვითამაშო. ეს თავს ძალიან კარგად მაგრძნობინებს და მინდება, რომ უფრო მეტი ვიშრომო.
რაც შეეხება ადაპტაციას, ვფიქრობ, მშვენივრად. ჩემი აზრით, ნაკრებში თავს კარგად წარმოვაჩენ. ხანდახან ლაპარაკი მიძნელდება, მაგრამ ვფიქრობ, ენის ბარიერის მიუხედავად, თავს კარგად ვართმევ, მაინც თავისუფლად ვასპარეზობ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. ზოგჯერ რთულია დალაპარაკება,
ხელის ჟესტების დახმარებით ვხვდები ხოლმე, რასაც მეუბნებიან.

ხვიჩასთან შეხვედრა ჩემი ოცნება იყო. როცა ვნახე, ვკანკალებდი, რადგან ის ჩემი კერპია. შეუძლებელია შენს გმირებთან შეხვედრა ოდესმე დაგავიწყდეს. მან მითხრა, რომ შემეძლება ერთ დღეს მის გვერდით ვითამაშო. ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შემიძლია. მე გავაგრძელებ შრომას და იმედია, ეს მართლაც მოხდება".


მკითხველის კომენტარები / 10 /
გამარკვიეთ, სადაური "ქართველია"? სუფთა აფრიკელია! მერე ნუ იცით ზედმეტად თავზე გადაყოლა, ყველა უცხო ტომზე! ეს ქართული "სტუმართ-მასპინძლობა" ჩვენვე ცუდად გვიტრიალდება.
ზურა
12:42 22-06-2023
8
19 და 21წლამდელებში არა ეგრევე ეროვნულში დავუძახოთ.15წლის ბავშვია დაანებეთ რა თავი,აცალეთ გაიზარდოს.ვუნდერკინდი და კვარადონა და მერე 2 თამაშს ვერ ითამაშებს წესიერად და ისევ შენ უნდა აგინო და ლანძღო ვინც ეხლა ვუნდერკინდს ეძახი.ჩუბინიძე ბორნმუთში თამაშობს და ნახეთ ერთი რამდენი გოლი აქვს და რეებს შვრება.ვუნდერკინდი გიწოდებია მისთვის?მგონი საერთოდ არც გაგიგია აქამდე.ასე რომ რეალურად მივუდგეთ ყველას ვუნდერკინდების და კვარადონების გარეშე
ნიკა
11:03 22-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული