Geo Team-ი შოტლანდიასთან (0:2) მატჩამდე საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელს, გიორგი მანუელ ჩუბინიძეს შეხვდა.
"ცოტას ვნერვიულობ, მაგრამ ასევე მოუთმენლად ველი მატჩს. ბიჭებთან ვისაუბრე. ვოცნებობდი მათთან შეხვედრაზე. მათ მე წამახალისეს, უნდათ, რომ სამ, ოთხ, ხუთ წელში მათ გვერდით ვითამაშო. ეს თავს ძალიან კარგად მაგრძნობინებს და მინდება, რომ უფრო მეტი ვიშრომო.
რაც შეეხება ადაპტაციას, ვფიქრობ, მშვენივრად. ჩემი აზრით, ნაკრებში თავს კარგად წარმოვაჩენ. ხანდახან ლაპარაკი მიძნელდება, მაგრამ ვფიქრობ, ენის ბარიერის მიუხედავად, თავს კარგად ვართმევ, მაინც თავისუფლად ვასპარეზობ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. ზოგჯერ რთულია დალაპარაკება,
ხელის ჟესტების დახმარებით ვხვდები ხოლმე, რასაც მეუბნებიან.
ხვიჩასთან შეხვედრა ჩემი ოცნება იყო. როცა ვნახე, ვკანკალებდი, რადგან ის ჩემი კერპია. შეუძლებელია შენს გმირებთან შეხვედრა ოდესმე დაგავიწყდეს. მან მითხრა, რომ შემეძლება ერთ დღეს მის გვერდით ვითამაშო. ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შემიძლია. მე გავაგრძელებ შრომას და იმედია, ეს მართლაც მოხდება".
მუდრიკი იღებს მონაწილეობას ევროპაზე, როგორც მამარდა, მაგრამ კვარა დაიღალა. ეს კიდევ მესმის (მაგრამ ბოლომდე არა), კაცმა ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზა, მაგრამ მიქაუტაძეს რა მოუვიდა?!