"ყოველთვის დაგიცავთ, თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად" - იტალიელი ბიჭის ქართულად დაწერილი კომენტარი ხვიჩას ფოტოზე

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "მილანთან" (1:1) გამართული შეხვედრის შემდეგ "ინსტაგრამზე" ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც 1.5 მილიონზე მეტი მოწონება და 30 000-ზე მეტი კომენტარი აქვს. ერთ-ერთი იტალიელი გულშემატკივარი, სახელწოდებით Esposito_17, "კვარას" გამხნევებას შეეცადა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღის შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაინც ძალიან ემოციურია. რაც მთავარია, წერილი ქართულ ენაზეა დაწერილი. გთავაზობთ რედაქტირების გარეშე:

"იტალიაში ჩახვედი, როგორც სრულიად უცხო, არავინ იცოდა შენი სახელი და გვარის წარმოთქმა, არავინ იცოდა შენი ნიჭი...

თქვენ ჩამოხვედით ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი და სიყვარული, ვნება, ჩვენ მივესალმეთ ისე, თითქოს უკვე იყოთ
ჩვენი ძმა, მეგობარი ან ოჯახის წევრი.
ასე რომ, ბოდიშის მოხდა არ მოგიწევთ, ძვირფასო კვიჩა, დიდი ჩემპიონებიც კი ხანდახან ვარდებიან, მთავარია ყოველთვის უფრო ძლიერად ადგე, ვიდრე ადრე.

ნეაპოლს უყვარხართ, აღფრთოვანებული ვარ თქვენით და ყოველთვის დაგიცავთ, თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად".





მკითხველის კომენტარები / 6 /
ასე უნდა დააფასო და გაამხნეო შენი საყვარელი ფეხბურთელი. აქ ზოგიერთებმა წაიკითხონ, როგორ მიიღეს სხვა ტომის შვილი ღვიძლი შვილივით. მითუმეტეს თუ ძნელი დრო უდგას მაშინ უნდა მხარდაჭერა, რომ ისევ იფრინოს. დარწმუნებული ვარ კიდევ დიდ სიხარულს გვაჩუქებს ჩვენი ბრილიანტის ბიჭი. სანამ ფეხბურთის ყურებას შევძლებ ჩემი გული შენთა არის ხვიჩა.
G.LA
16:29 23-06-2023
1
ეს კომენტარი რომ ვნახე მაშინ გავოგნდი. მე ჩემი თავი მგონია ყველაზე მაგარი გულშემატკივარი და ეგენი საერთოდ სხვა ლეველზე არიან :დ
სიცოცხლის გაწირვას არ მოითხოვს ფეხბურთი და არც არავინ. ცოტა ზედმეტია მაგრამ ლამაზად დაწერა მაინც :))
რათქმაუნდა სიცოცხლეს არავინ არავისთვის გაწირავს, ეს სიყალბეა მარა ისე დაწერა არ არის გამაღიზიანებელი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული