"კვარადონა, ქართული სასწაული" - იტალიელმა მწერალმა ხვიჩას შესახებ წიგნი გამოსცა

AutoSharing Option
ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერილი წიგნის, "კვარადონა, ქართული სასწაული" პრეზენტაცია შედგა.

წიგნის ავტორი მწერალი ემანუელე ჯულიანელია და ის ქართველი ვარსკვლავის შესახებ მოგვითხრობს.

Sportall.Ge

100X100NAPLES-ი წერს, რომ ჩვენებურმა "კვარადონას" წოდება იმიტომ არ დაიმსახურა, რომ მისი გვარი რთულად გამოითქმის, არამედ ეს მისი ასპარეზობის წყალობით მოხდა.

ზემოთ ნახსენები წყარო აღნიშნავს, რომ "პარტენოპეიში" არაერთ დიდ ფეხბურთელს უთამაშია, თუმცა, ცისფერი მაისურის ტარების გარდა, დიდი დიეგოსთვის არავინ შეუდარებიათ.

"თბილისი და ნეაპოლი არასდროს ყოფილა ასე ახლოს. საქართველოს დედაქალაქიდან მუდმივად მოფრინავენ ჯგუფები, რათა თავიანთი ვარსკვლავის თამაში იხილონ.

მათ სურთ,
"მარადონაზე" ნახონ თავიანთი გმირი, მშობლიური სახლისგან მოშორებით.

ის ძალიან უბრალო და პროფესიონალი ბიჭია. მან შესანიშნავი ისტორია შექმნა, პირველივე წელსვე სკუდეტო მოიგო, მაგრამ კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი", - აღნიშნავს 100X100NAPLES-ი.

alt"ხვიჩა, ვწუხვარ, გული ძალიან მწყდება..." - კულიბალი კვარაცხელიას შესახებ

მკითხველის კომენტარები / 13 /
ზედმეტმა ქება-დიდებამ ის გამოიწვია რომ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში იუკადრისა. მიაყენეთ დროებით ჩრდილში და მერე იქნებ მიხვდეს რომ სამშობლოსთვის დაღლა არ არსებობს.
ბექა
22:06 28-06-2023
11
ნუ გააფეტიშებთ და გააღმერთებთ ადამიანს,მითუმეტეს,22 წლის ბიჭს.ხომ ხედავთ,რომ უკვე ვერ თამაშობს.
status quo
22:54 27-06-2023
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული