მოგეხსენებათ, სენეგალელი იტალიური კლუბიდან მაშინ წავიდა, როდაც ქართველი "ნაპოლიში" გადაბარგდა. კულიბალიმ 1 სეზონი "ჩელსიში" დაჰყო, ახლა კი საუდის არაბეთს მიაშურა...
"ამბობენ, რომ გუნდი არასწორ დროს დავტოვე, მაგრამ მე მჯერა ბედისწერის და მჯერა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო.
მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ, რომ კვარაცხელიასთან თამაშის საშუალება არ მომეცა.
ვიცი, რომ ჩემთან ერთად ასპარეზობა ხვიჩასაც ძალიან უნდო
ის ძალიან ნიჭიერია, დრიბლინგებს აკეთებს, გოლი გააქვს, თამაშის თავის თავზე აღებაც შეუძლია და გუნდურად ასპარეზობაც.
ხვიჩა ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და მაყურებელს სიამოვნებას ანიჭებს. მე მას დიდებულ კარიერას ვუსურვებ", - თქვა კულიბალიმ.
კულიბალი: "კვარას" ვეკონტაქტები - სკუდეტოს საზეიმოდ ნეაპოლში გავიქცევი