"გარსია "კვარას" სწორედ ამას მოსთხოვს" - რას წერს იტალიური გამოცემა

AutoSharing Option
ცნობილი იტალიური გამოცემა IL Mattino-ს ცნობით, "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია, მომდევნო სეზონში გუნდის ლიდერად ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებს.

წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი ელოდება, რომ "კვარა" კიდევ უფრო უკეთესი გახდება.

"რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიასგან ყველაზე მეტს ელოდება. ქართველი ფეხბურთელი "მარადონაზე" კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაიბრწყინებს. მის ახალ მწვრთნელს ტექნიკური ფეხბურთელები ძალიან მოსწონს. გარსია ხვიჩას ხარისხის გაუმჯობესებას მოსთხოვს, რადგან ფრანგი თვლის, რომ ახალგაზრდა გარემარბი "ნაპოლის" ლიდერი უნდა გახდეს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/2023 წლების სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ჯამში 39
მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altმარცხის "ქართული" გამოძახილი - რა მოგვცა მატჩებმა, რისი შეცვლა შეიძლება და რატომ გვაქვს პოლუსური აზროვნება...

alt"რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას U21 ნაკრებში?! - ეს მეორე ეშელონის ტურნირი იყო" - გვარამია ხვიჩასა და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

მკითხველის კომენტარები / 43 /
კვარაზე მესმის ღვარძლიანი ბოდვები. ევროპაზე კი არ იუკადრისა, ორგანიზმს აქვს შესაძლებლობების ზღვარი, დასვენება სჭირდებოდა, თორე გამოიფიტებოდა (ფიზიკურად და ემოციურად) და მომდევნო სეზონი ჩაუვარდებოდა, მათ შორის ეროვნულის თამაშებიც.
ხვიჩაზე საამაყო სპორტსმენი და ღირსეული ელჩი საქართველოს დიდი ხანია არ ყოლია.
ამ თემაზე ნებისმიერი სხვა მოსაზრება არის ჭკუასუსტობის და სულმოკლეობის გამოვლინება.
კონსულტანტი
13:16 03-07-2023
6
მეგობრებო, სხვა ფეხბურთელებს რომ ადარებთ, ვის ჰქონდა მისი მსგავსი სეზონი, გამოიფიტა ემოციურად. თან ეს ქორწილი, დიდი ხნის წინ ჰქონდათ ალბათ დაგეგმილი. გამოდის რომ პირად ცხოვრებას უკრძალავთ.
კონსულტანტი
18:30 03-07-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული