კვერნაძე და "ბაიერნის" თავდამსხმელი კონტრაქტის გასაფორმებლად რომში ჩავიდნენ

AutoSharing Option
calciofrosinone და tuttofrosinone იტყობინებიან, რომ ბათუმის "დინამოს" 20 წლის შემტევი გიორგი კვერნაძე სამედიცინო შემოწმების გასავლელად და "ფროზინონესთან" კონტრაქტის გასაფორმებლად გუშინ რომში ჩავიდა.

კვერნაძესთან ერთად სამედიცინო შემოწმებას გაივლის "ბაიერნის" საკუთრებაში მყოფი ალბანური წარმოშობის 22 წლის თავდამსხმელი მარვინ კუნი, რომელიც გასულ სეზონში იჯარის წესით "საარბრიუკენში" თამაშობდა.

კვერნაძის მომავალი კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, კუნის კი სამწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ და შემდგომი ტრანსფერიდან 50%-ს "ბაიერნი" მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერ მომინელებია ეს როგორ არ ათამაშეს ჯერ ბათუმში და მერე 21 ნაკრებში.
Givi
20:10 03-07-2023
1
ეს ბიჭი რატო არ იყო ახლა ევროპაზე გამოძახებული?
Gogi
19:43 03-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული