AS: "ვალენსიას" მამარდაშვილის სანაცვლოდ არანაირი წინადადება არ მიუღია

AutoSharing Option
ესპანური პოპულარული გამოცემა AS-ი წერს, რომ "ვალენსიას" კლუბის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.

"ყველა ელოდა, რომ მას მერე, რაც "ღამურებმა" ქართველს 20 მილიონი სატრანსფერო ფასი დაადო, გუნდი ბევრ შეთავაზებას მიიღებდა, თუმცა ტელეფონს ჯერ კიდევ არ დაურეკავს.

ქართველმა ახლახან დაასრულა ახალგაზრდული ჩემპიონატი და შვებულებაში გავიდა. თუ მის მიმართ ინტერესი არ გაიღვიძებს, გიორგის მომავალ წელსაც ბარახას გუნდში თამაში მოუწევს", - წერს წყარო.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის მიმართ დაინტერესების შესახებ არაერთ გუნდზე დაიწერა. მათ შორის იყო "ინტერი", "ტოტენჰემი",
"ჩელსი", "ატლეტიკო" და სხვა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯობია დარჩეს ვალენსიაში,სათამაშო პრაქტიკა მაინც ექნება!!!!
ირაკლი
14:41 04-07-2023
0
ხანდახან ისეთ კომენტარებს ვკითხულობ ქართველის დაწერილს რომ არ ჰგავს. რა გჭირთ ხალხო ამდენი სიბოროტე საიდან?! მესმის გაჭირვებული ერი ვართ და ამ ცხოვრების შემხედვარე ნერვოზი გვაქვს აკიდებული ბევრს მარა როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყნის ფეხბურთელი და როგორ უნდა გიხაროდეს მისი წარუმატებლობა რავი რაა.
აკო
14:27 04-07-2023
0

სიახლეები პოპულარული