sport.sky.de: მამარდაშვილი "ბაიერნის" ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში გამოჩნდა

AutoSharing Option
ჟურნალისტები ტორბიონ ჰოფმანი და ფლორიან პლეტენბერგი sport.sky.de-ში გამოქვეყნებულ სტატიაში "ბაიერნის" მიერ "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილით დაინტერესებას ადასტურებენ.

ავტორები აღნიშნავენ, რომ არავინ იცის, ტრავმის შემდეგ ჩადგება თუ არა ფორმაში 37 წლის მანუელ ნოიერი, სათადარიგოები იან ზომერი და ალეკსანდერ ნიუბელი გუნდიდან წასვლის პროცესში არიან და მიუნხენური კლუბის რადარზე ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში მამარდაშვილი გამოჩნდა.

მხარეებს შორის რაღაც მოლაპარაკებები უკვე გაიმართა, თუმცა ჯერ კონკრეტიკამდე საქმე არ მისულა და გარცელებული ინფორმაცია, რომ მამარდაშვილი თავის აგენტთან ერთად მიუნხენში იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება. ხაზგასმულია, რომ ქართველის გარდა, "ბაიერნი"
კიდევ რამდენიმე მეკარეს აკვირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
დიდი გუნდი უნდა მამარდას, რომ მოუმატოს ისეთ რამეებში რაშიც არ არის ძლიერი, პირველ სეზონს თუ გაუძლო და რამდენიმე თამაში მაინც უმაღლეს დონეზე ჩაატარა, მერე უკვე ჩათვალეთ სულ პირველი ნომერი იქნება, არა მგონია ნოიერმა 40 წლამდე ითამაშოს, თან ასეთი მძიმე ტრავმის მერე.
Givi
16:33 05-07-2023
1
ნოიერი,მინდვრის ფეხბურთელის დონეზე თამაშობს,ფეხით.მამარდას კი,ამ მხრივ პრობლემები აქვს და ბაიერნი,პირველ რიგში, ასეთივე სტილის მეკარის პოვნას შეეცდება.რა თქმა უნდა გამოსვლაზე სუსტი თამაშიც უარყოფითად იმოქმედებს,გიორგის შანსებზე.ბაიერნი გრანდია და ასეთ რამეებზე,თვალს არ დახუჭავს.თუ აიყვანეს,ამ პრობლემების აღმოფხვრამდე,ხანგრძლივ ვადიან, ძირითად შემადგენლობაში თამაშის პერსპექტივას,არ უნდა ველოდოთ.
სოსო
09:04 05-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული