ESPN-მა საუკეთესო 10 გარემარბი დაასახელა - ხვიჩა მეორე ადგილზეა

AutoSharing Option
ESPN-მა მსოფლიოს 10 საუკეთესო გარემარბი დაასახელა, ხვიჩა კვარაცხელია კი მე-2 ადგილზე გაიყვანა.

"როგორც ჰოლანმა, ასევე კვარაცხელიამ, საერთო ჯამში შესანიშნავი მაჩვენებლები დააფიქსირეს (გუნდები შეიცვალეს. ამიტომაა ნორვეგიელთან ერთად ნახსენები). ქართველი ფეხბურთელი გასულ წელს ნეაპოლში ბათუმიდან ჩავიდა და სწორედ იქ აფეთქდა.

სტატისტიკა (სერია A-ში):

ყველაზე მეტი ასისტი - 10

მოედნის მესამე მესამედში გაკეთებული ყველაზე მეტი გადაცემა - 603

მეორე მაჩვენებელი სახიფათო მომენტების შექმნაში - 14

მეორე მაჩვენებელი მეტოქის საჯარიმოში მიღებულ ბურთში - 198

მეექვსე კარის ჩარჩოში დარტყმაში - 25

მერვე გოლებში - 12

რაც მთავარია, ის იყო გარდამტეხი ნეაპოლური გუნდისთვის, რომ ნანატრი სკუდეტო 33 წლის შემდეგ მოეგოთ.

2023-24 წლის სეზონის პროგნოზი:

როდესაც ფეხბურთში ვარსკვლავი ხდები, მოწინააღმდეგე გუნდის ხელმძღვანელობა კონკრეტულად შენი თამაშის სტილის შესწავლას და განეიტრალებას ცდილობს. საინტერესოა, თუ რა არჩევანს გააკეთებენ იტალიური გუნდის მწვრთნელები, რომ ქართველი ვარსკვლავი შეაჩერონ". ალბათ მიზანი ფიზიკურად დაჯაბნა იქნება.

საუკეთესო ათეული:

1. ბუკაიო საკა ("არსენალი")
2. ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი")
3. ჯეკ გრილიში ("მანჩესტერ სიტი")
4. უსმან დემბელე ("ბარსელონა")
5. გაბრიელ მარტინელი ("არსენალი")
6. რიად მაჰრეზი ("მანჩესტერ სიტი")
7. კინგსლი კომანი (მიუნხენის "ბაიერნი")
8. როდრიგო (მადრიდის "რეალი")
9. ფილ ფოდენი ("მანჩესტერ სიტი")
10. მუსა დიაბი ("ლევერკუზენი")

უცნაურია, რომ ზემოხსენებულ ათეულში ვერ მოხვდნენ ვინისიუსი (მადრიდის "რეალი") და რაფაელ ლეაო ("მილანი").


მკითხველის კომენტარები / 41 /
ძალიან მაგარი შედეგია პირველი წლისთვის. ამის ნახევარს ვინ ელოდა ხვიჩასგან წელს? აწი, ხვიჩას წარმატების შემყურეებმა,ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთლებს შეუძლიათ თამამი გეგმები დააწყონ ტოპ 5 -ს ლიგებში მაგარი კარიერის აწყობაში. ინტერვიუში კვერნაძემ პირდაპირ თქვა ეს საკუთარ მაგალითზე. ეს ქართული ფეხბურთის წინსვლას უწყობს ხელს და 21 წლამდელების ისტორიულ შედეგში ამისი ნიშნები მკაფიოდ გამოჩნდა. არ გაჩერდეთ ბიჭებო, დიდ გამარჯვებებს გისურვებთ!
გიორგი
14:21 05-07-2023
5
ნეაპოლელები ზეიმობენ, ჩვენ კი კინაღამ ინფარქტი მივიგეთ ისრაელთან წაგებით, მუდრიკმა მგონი საერთოდ ტრამვით ითამაშა და რაც გააკეთა ალბათ ნახეთ, არადა უკეთეს გუნდშიც არის, უკეთეს ჩემპიონატშიც და ბევრად მეტი ხელფასიც აქვს მაგრამ გარისკა და მილიონობით გულშემატკივარი გაახარა
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული