დი ფრანჩესკო: კვერნაძეს გავაუმჯობესებთ - მისი უნარები უნდა გავიგოთ

AutoSharing Option
"ფროზინონეს" პრესკონფერენციაზე გუნდის ახალ მწვრთნელს, ეუსებიო დი ფრნჩესკოს ბათუმის "დინამოდან" მათთან გადასული 20 წლის შემტევის გიორგი კვერნაძის შესახებ დაუსვეს კითხვა.

- კვერნაძის გარშემო ბევრი ცნობისმოყვარეობაა. სერია A-ში ადაპტაციისთვის რამდენი დრო დასჭირდება?
- შემიძლია თუ არა მე შედარება მოვიყვანო? როდესაც უცხოეთიდან ჩამოდიხარ, ახალ ვითარებასთან შესაგუებლად ცოტა მეტი დროა აუცილებელი. ასევე უნდა გავიგოთ ბიჭის უნარები. ჯერ ჩემი ხელმძღვანელობით არ უვარჯიშია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ნელ-ნელა გავაუმჯობესებთ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რატომ არ ათამაშეს ეს ბიჭი ახალგაზრდულში ვერ ვხვდები. თქვენ იცით ხალხო?
ლევან მაღლაკელიძე
10:10 09-07-2023
2
აუხსნელია,ამ ბიჭის თამაში საქართველოშიც კი თითქმის არავის უნახავს.6 თვე იყო ბათუმში და განაცხადშიც არ ყოფილა მგონი არასდროს.საიდან სერია ა-ში?ეს ამბავი აი ძველად რომ ვინმე შეყილაძე იყო,იმას მახსენებს.. ჯერ ემპოლის მეორე გუნდში იყო,მერე მოიარა იტალიის დაბალი ლიგები სეზონში ალბათ 10 თამაშს თამაშობდა და ეგ იყო მისი კარიერა.იმედია ვცდები,მარა ამ ბიჭს არსად უთამაშია საერთოდ.არც კლუბში,არც ასაკობრივ ნაკრებებში,საიდან ვინ,რა....
Master
13:35 09-07-2023
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული