"ფროზინონეს" პრესკონფერენციაზე გუნდის ახალ მწვრთნელს, ეუსებიო დი ფრნჩესკოს ბათუმის "დინამოდან" მათთან გადასული 20 წლის შემტევის გიორგი კვერნაძის შესახებ დაუსვეს კითხვა.
- კვერნაძის გარშემო ბევრი ცნობისმოყვარეობაა. სერია A-ში ადაპტაციისთვის რამდენი დრო დასჭირდება?
- შემიძლია თუ არა მე შედარება მოვიყვანო? როდესაც უცხოეთიდან ჩამოდიხარ, ახალ ვითარებასთან შესაგუებლად ცოტა მეტი დროა აუცილებელი. ასევე უნდა გავიგოთ ბიჭის უნარები. ჯერ ჩემი ხელმძღვანელობით არ უვარჯიშია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ნელ-ნელა გავაუმჯობესებთ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.