"ბაიერნის" დილემა - ზომერი დატოვონ ან მამარდაშვილი შეიძინონ

AutoSharing Option
ჟურნალისტი ალფრედო პედულა იტყობინება, რომ "მანჩესტერი" "ინტერის" მეკარე ანდრე ონანას 55 მილიონ ევროდ შეიძენს, ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონურ გასამრჯელოდ გადასახადების გადახდამდე 7 მილიონს დაუნიშნავს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ინტერი" უგო ლორისის (ტოტენჰემი) გადაბირებას ცდილობს, მაგრამ ფრანგს საუდის არაბეთის ორი კლუბმა მაცდუნებელი წინადადებით მიმართა და როგორც ჩანს, ეს ვარიანტი გამოირიცხა.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ამიტომ "ნერაძური" ისევ მიუბრუნდა იან ზომერის (ბაიერნი) კანდიდატურას. მილანური კლუბი ონანას გასხვისების შემდეგ "ბაიერნს" ზომერში 6 მილიონს შესთავაზებს.
ამას გარდა, ანატოლი ტრუბინის (შახტარი) ყიდვასაც აპირებენ.

Sky Sport-ის ცნობით, იმის გამო,
რომ ტრავმირებული მანუელ ნოიერის დაბრუნება ჭიანურდება, "ბაიერნი" რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ორი ვარიანტი აქვს: ან ზომერი დატოვონ ან მამარდაშვილი შეიძინონ. კლუბში აზრთა სხვადასხვაობაა და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. გამოცემა ქართველს ამ ეტაპზე ნოიერის დუბლიორად, მის მემკვიდრედ და ხანგრძივვადიან პერსპექტივაში გუნდის პირველ მეკარედ მიიჩნევს.

ეს საკითხი სასწრაფოდ გადასაჭრელია, რამეთუ "ინტერი" "ბაიერნს" ზომერის ტრანსფერზე უკვე მომავალ კვირაში ოფიციალურად მიმართავს და "რეკორდმაისტერმა" სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოს ზომერის დაუყოვნებლივ გასხვისება და მამარდაშვილის ახლავე შეძენა.

გეტყვით, რომ "ბაიერნმა" "ნაპოლისგან" 50 მილიონად უკვე გამოისყიდა მცველის კიმ მინ ჯეს კონტრაქტი და მეორე მცველსაც მალე დაიმატებს - კაილ უოკერს (მანჩესტერ სიტი) 15 მილიონად (პლუს ბონუსები) შეიძენს. მოკლედ, საკმაო თანხის დახარჯვა მოუწევს და სწორედ ამიტომ ორჭოფობს მამარდაშვილის ტრანსფერში 20-30 მილიონის გადახდაზე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მამარდა არსად არ უნდა გადავიდეს წელს უნდა დარჩეს ვალენსიაში.
roma bejanidze
09:08 09-07-2023
2
ყველაზე კარგი იქნება, თუ ბაიერნი იყიდის მამარდას, მაგრამ ერთი წლით ისევ ვალენსიაში დატოვებს იჯარით და მხოლოდ ამის მერე შეუერთდება მიუნხენურ გრანდს. მთავარი პიროვა კი ის უნდა იყოს, რომ წელსაც შარშანდელის მსგავსად მამარდა შეუცვლელი უნდა იყოს ვალენსიაში.
ფეხბურთის ქომაგი
12:05 09-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული