"ფროზინონეს" პრეზიდენტმა მაურიციო სტირპემ სეზონის სტარტზე და გუნდის ახალწვეულ გიორგი კვერნაძეზე კომენტარი "გაძეტა დელო სპორტთან" გააკეთა:
"გვეშინია თუ არა პირველივე მატჩში "ნაპოლისთან" დაპირისპირების? სერია A რთულია და შიშის უფლება არ გვაქვს. როგორც "ნაპოლისთან" შეხვერისას ასევე მეორე ტურში "ატალანტას" მასპინძლობისას.
კვერნაძე ისეთივეა, როგორც კვარაცხელია? კვერნაძეს რამდენიმე თვე ვაკვირდებოდით, მხოლოდ სერია A-ში გადასვლის შემთხვევაში შეგვეძლო მისი გუნდში აყვანა და ეს გავაკეთეთ. ჩვენ იმედი გვაქვს, ის მეტოქეთათვის სასიკვდილო იარაღი იქნება".