"იმედია, კვერნაძე სასიკვდილო იარაღი იქნება" - "ფროზინონეს" პრეზიდენტი

AutoSharing Option
"ფროზინონეს" პრეზიდენტმა მაურიციო სტირპემ სეზონის სტარტზე და გუნდის ახალწვეულ გიორგი კვერნაძეზე კომენტარი "გაძეტა დელო სპორტთან" გააკეთა:

"გვეშინია თუ არა პირველივე მატჩში "ნაპოლისთან" დაპირისპირების? სერია A რთულია და შიშის უფლება არ გვაქვს. როგორც "ნაპოლისთან" შეხვერისას ასევე მეორე ტურში "ატალანტას" მასპინძლობისას.

კვერნაძე ისეთივეა, როგორც კვარაცხელია? კვერნაძეს რამდენიმე თვე ვაკვირდებოდით, მხოლოდ სერია A-ში გადასვლის შემთხვევაში შეგვეძლო მისი გუნდში აყვანა და ეს გავაკეთეთ. ჩვენ იმედი გვაქვს, ის მეტოქეთათვის სასიკვდილო იარაღი იქნება".

მკითხველის კომენტარები / 13 /
რავიცი რა გააპიარეს ეს ბიჭი ღმერთმა ქნას ითამაშოს რაც მეტი სერია ას ფეხბურთელი გვეყოლება, მაგრამ ნაკრებში ეს არ იყო ბათუმში სათადარიგო იყო ასეთ ტალანტებს თუ ვერ ვხედავთ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე
სოსო
20:54 09-07-2023
2
არვიცი 6 თვე ირიცხებოდა ბათუმის დინამოში და წუთი არ უთამაშია.ახალგაზრდულ ნაკრებშიც არ უთამაშია,სად იყო,რომელ კლუბში იყო,სად ნახეს იტალიელებმა ამაზეც წარმოდგენა არავის აქვს.მოთოლოგიური პერსონაჟივითაა,ან ჩვენ მწვრთნელებს არ აქვთ წარმოდგენა ფეხბურთზე საერთოდ ან იტალიელები ვიღაცამ მაგრად მოატყუა.ერთი ის ვიცი რომ ნამეტანი უცნაური ტრანსფერია.არსაიდან სერია ა-ს კლუბში.ნუ თუ ძირითადი ვუნდისთვის უნდათ რა თქმა უნდა
Basti
19:26 09-07-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული