Bild: მამარდაშვილი "ბაიერნში" ტახტის მემკვიდრეა, მაგრამ დაფიქრება მართებს

AutoSharing Option
Bild-ი "ბაიერნის" შესახებ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ გუნდს ხუთი მეკარე ჰყავს: მანუელ ნოიერი (37 წლის), იან ზომერი (34), სვენ ულრაიხი (34), ალექს ნიუბელი (26) და იოჰანეს შენკი (20), ეს თვით "რეკორდმისტერისთვის" ძალიან ბევრია, მაგრამ პრობლემა მაინც არსებობს. კერძოდ, არავის უნდა მუდმივად ნოიერის დუბლიორობა, რომელიც ტრავმირებულია და მწყობრში ჩადგომა უგვიანდება.

გამოცემა წერს, რომ არის მეკარე ნომერი 6 - "ვალენსიას" 22 წლის ტალანტი გიორგი მამარდაშვილი:

"ქართველს "ბაიერნი" აკვირდება და მასში სამომავლოდ ტახტის პოტენციურ მემკვიდრეს ხედავს. თუმცა, ის "ვალენსიასთან" კონტ
რაქტით 2027 წლამდეა დაკავშირებული და რა თქმა უნდა, იაფი არ ეღირება - სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს. გადმოსვლამდე იმაზეც ყურადღებით მართებს დაკვირვება, რომ ნიუბელისა და სხვათა მსგავსად ნავარაუდევზე მეტხანს არ მოუწიოს ლოდინი, ვიდრე შანსი მიეცემა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მამარდა ისე განვითარდა მოკლე დროში რაც იშვიათობაა ჩემი აზრით საიდან სად ერთ წელში გორის დილადან ვალენსიას მთავარ კიპერობამდე ამას თან დაერთო გამართლებაც მრავალ მხრივ უკვე აღარ გამიკვირდება რომ თუ გადავა იქაც პირველი ნომერი იყოს მისი ასაკიდან გამომდინარე ნოიერი ძან დიდი მეკარეა ამაში ეჭვი არავის ეპარება მაგრამ დაბრუნდება კი ძველი ნოიერი?
Zellllll
06:15 11-07-2023
0
იმედია გამოვა, ნოიერი დიდი ხანი დამბრუნებელი არაა, დაბრუნების მერეც ძველ ფორმას ან აღიდგენს და ან ვერა, 37 წლისაა ბოლოსდაბოლოს და თხილამურზე სრიალისაც ფეხი მოიტეხა, ვარჯიშზე კი არ გაიჭიმა. ვინ იტყვის დარწმუნებით რომ ძველი ნოიერი დაბრუნდება, ასე რომ მგონია საოცარი შანსი აქვს გრანდში მოხვდეს და ეს შანსი თუ რეალობად იქცა, აუცილებლად უნდა გამოიყენოს, ფაქტია ხელმძღვანელობას მოწონს და მიუხედავად მეკარეების სიუხვისა, მაინც მამარდა უნდათ! წარმატებები საქართველოს მთავარო დამცველო!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული