Bild-ი "ბაიერნის" შესახებ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ გუნდს ხუთი მეკარე ჰყავს: მანუელ ნოიერი (37 წლის), იან ზომერი (34), სვენ ულრაიხი (34), ალექს ნიუბელი (26) და იოჰანეს შენკი (20), ეს თვით "რეკორდმისტერისთვის" ძალიან ბევრია, მაგრამ პრობლემა მაინც არსებობს. კერძოდ, არავის უნდა მუდმივად ნოიერის დუბლიორობა, რომელიც ტრავმირებულია და მწყობრში ჩადგომა უგვიანდება.
გამოცემა წერს, რომ არის მეკარე ნომერი 6 - "ვალენსიას" 22 წლის ტალანტი გიორგი მამარდაშვილი:
"ქართველს "ბაიერნი" აკვირდება და მასში სამომავლოდ ტახტის პოტენციურ მემკვიდრეს ხედავს. თუმცა, ის "ვალენსიასთან" კონტ
რაქტით 2027 წლამდეა დაკავშირებული და რა თქმა უნდა, იაფი არ ეღირება - სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს. გადმოსვლამდე იმაზეც ყურადღებით მართებს დაკვირვება, რომ ნიუბელისა და სხვათა მსგავსად ნავარაუდევზე მეტხანს არ მოუწიოს ლოდინი, ვიდრე შანსი მიეცემა".
ლოდინი და სათადარიგოზე ჯდომა ყველა უბედურების სათავეა!