Bild: მამარდაშვილი "ბაიერნში" ტახტის მემკვიდრეა, მაგრამ დაფიქრება მართებს

AutoSharing Option
Bild-ი "ბაიერნის" შესახებ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ გუნდს ხუთი მეკარე ჰყავს: მანუელ ნოიერი (37 წლის), იან ზომერი (34), სვენ ულრაიხი (34), ალექს ნიუბელი (26) და იოჰანეს შენკი (20), ეს თვით "რეკორდმისტერისთვის" ძალიან ბევრია, მაგრამ პრობლემა მაინც არსებობს. კერძოდ, არავის უნდა მუდმივად ნოიერის დუბლიორობა, რომელიც ტრავმირებულია და მწყობრში ჩადგომა უგვიანდება.

გამოცემა წერს, რომ არის მეკარე ნომერი 6 - "ვალენსიას" 22 წლის ტალანტი გიორგი მამარდაშვილი:

"ქართველს "ბაიერნი" აკვირდება და მასში სამომავლოდ ტახტის პოტენციურ მემკვიდრეს ხედავს. თუმცა, ის "ვალენსიასთან" კონტ
რაქტით 2027 წლამდეა დაკავშირებული და რა თქმა უნდა, იაფი არ ეღირება - სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს. გადმოსვლამდე იმაზეც ყურადღებით მართებს დაკვირვება, რომ ნიუბელისა და სხვათა მსგავსად ნავარაუდევზე მეტხანს არ მოუწიოს ლოდინი, ვიდრე შანსი მიეცემა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჯერ მარტო ის ფაქტი, რომ ნოიერის და ზომერის გვერდით ხდება ჩვენი თანამემამულის შანსების განხილვა, უკვე აღიარებაა. ❤️
გოგია
22:28 09-07-2023
3
"ბაიერნის" მეორე მეკარეობას და გაურკვევლობას, ისევ "ვალენსიის" პირველკაცობა სჯობს
ლოდინი და სათადარიგოზე ჯდომა ყველა უბედურების სათავეა!
მერაბ გ.
13:01 10-07-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული