ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"რატომ ვერ ითამაშა მირანჩუკმა კვარაცხელიას დონეზე?" - სიომინმა უპასუხა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ექსმწვრთნელმა იური სიომინმა უპასუხა კითხვაზე - რატომ ვერ ითამაშა მისმა ყოფილმა ფეხბურთელმა, 27 წლის ნახევარმცველმა ალეკსეი მირანჩუკმა, იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას დონეზე.

"იტალიაში მირანჩუკის კარიერა ურიგოდ არ ვითარდება. ალბათ, სადღაც შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ აქ უკვე ვეღარაფერს გააწყობ.

ტრავმები არ აძლევს მირანჩუკს ისეთივე წარმატების მიღწევის საშუალებას, როგორსაც ხვიჩამ მიაღწია", - განუცხადა სიომინმა РБ Спорт-ს.

მირანჩუკი სერია A-ში 2020 წლიდანაა და "ტორინოში" იჯარის შემდეგ "ატალანტაში" დაბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ