სერია A-ს 36-ე ტურში, სახლში „ბოლონიასთან“ წაგებულ მატჩში (0:2) „ნაპოლის“ ტრავმამორჩენილი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 82-ე წუთზე შეცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ მან საუკეთესო მატჩი ვერ ჩაატარა, ანალიტიკური საიტებისგან თავისი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო:
Whoscored 7.0, sofascore 6.8, flashscore 6.8.
„ნაპოლი“ 51 ქულით ამ მომენტისთვის მერვე ადგილზეა და 17 მაისს, ბოლოსწინა ტურში ფლორენციაში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.