დე ლაურენტისი: როგორც კვარაცხელია მოვძებნეთ, ისე მოვძებნით სხვებსაც - ჯუნტოლი ადრე უნდა გამეშვა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ახალი მაისურების წარდგენისას განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენი გუნდში დარჩება, თუმცა რომც წავიდეს, სხვა ტალანტებს იპოვის:

"ოსიმენს ჩვენს ახალ მაისურში მომავალ სეზონში ვიხილავთ. ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. თუმცა, თუ ძალიან კარგი ფინანსური წინადადებით მოგვმართავენ, სხვა დიად ნიჭიერ ფეხბურთელებს მოვძებნით, როგორც ეს თავის დროზე კვარაცხელიას ან იმავე ოსიმენის შემთხვევაში იყო".

Sportall.Ge

დე ლაურენტისმა "იუვენტუსში" გადასული სპორტული დირექტორის, კრისტიან ჯუნტოლის ნათქვამზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც გაამხილა, რომ მუდამ "იუვეს" გულშემატკივარი იყო: "ამას არ ველოდი. ეს რომ მცოდნოდა, კლუბიდან უფრო ადრე
გავუშვებდი".

"ნაპოლის" პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ახალ მწვრთნელ რუდი გარსიას და აღნიშნა, რომ როგორც სერია A-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის იბრძოლებენ და ქომაგების დიდი იმედი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ისემც შენ არ აგიდგა გვერდი, როგორც შენ ვერ იპოვო მეორე ხვიჩასნაირი, რომელიც პირველივე სეზონზე სკუდეტოს მოგაპოვებინებს.
მალხაზ ჯობავა
20:40 10-07-2023
3
კომენტარს მიბლოკავთ? თავში არ აგივარდეთ. კარგათ იყავით, სპორტული სიახლეების გვერდების ნაკლებობა ნამდვილად არ არის
ირაკლი
22:42 10-07-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული