საზონოვის ხელში ჩაგდებას ორი იტალიური კლუბი ცდილობს

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების 21 წლის მცველმა საბა საზონოვმა თავი კარგად წარმოაჩინა, SofaScore-მა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მისი სამსახურით ევროპის რამდენიმე კლუბი დაინტერესდა.

საზონოვის გადაბირებას "ჰამბურგი" ცდილობდა, მაგრამ შემდეგ fussball News-მა აღნიშნა, რომ ფასის გამო ტრანსფერს ვერ განახორციელებდა, ვინაიდან საბას ხელში ჩაგდება არაერთ გუნდს სურს და განსაკუთრებით იტალიელები აქტიურობენ. თუმცა გამოცემას მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

ახლა კი tuttomercatoweb-ი იტყობინება, რომ მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელმა "სასუოლოს" ყურადღება მიიპყრო, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი შედგა, რაც, შესაძლოა, კონკრეტული გახდეს და აგრეთვე "უდინეზეს"
ინტერესიც არსებობს, თუმცა უდინური კლუბი მეორე პლანზეა.

altU21. საზონოვი ევროპირველობის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

altfussball News: "ჰამბურგი" უშანსოდაა - საზონოვს იტალიური კლუბები იწვევენ

altU21. საზონოვი სიმბოლურში, პირველი სკანდალი და ბათუმით მოხიბლული უეფა [PHOTOS]

alt"ჰამბურგმა" საზონოვის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი არ გააკეთა

altსაზონოვმა შეიძლება კარიერა "ჰამბურგში" გააგრძელოს

მკითხველის კომენტარები / 12 /
მშვენივრად ითამაშა საბამ. იმედია მართლა გადავა იტალიაში და ძირითადში ადგილს დაიმკვიდრებს. დაცვაშიც კარგი იყო და თავითაც კარგად თამაშობს. შეტევაშიც გრძელ პასებს აკეთებს, რაც აქამდე არ ყოფილა ჩვენი მცველებისაგან. წარმატება საბას.
G.LA
14:55 12-07-2023
0
რაც ახალგაზრდულ ნაკრებში, დაცვის ბიჭები ვნახეთ და ამას დამატებული ლოჩოშვილი,უკვე გვაძლევს იმედს,რომ დღევანდელის ჩამნაცვლებელი დაცვა,საკმაოდ კვალიფიციური გვეყოლება.საზონოვის და ლოჩოშვილის იტალიური გამოცდილება კი,მათ უფრო გააძლიერებს.
სოსო
13:21 12-07-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული