საზონოვმა შეიძლება კარიერა "ჰამბურგში" გააგრძელოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" მცველმა საბა საზონოვმა შესაძლოა, კარიერა მე-2 ბუნდესლიგის "ჰამბურგში" გააგრძელოს. ამის შესახებ გერმანულ კლუბთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან.

გავრცელებული ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის გადაბირებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

გასულ სეზონში საზონოვმა მოსკოვის "დინამოს" რიგებში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, 2022 წელს "ჰამბურგის" ღირსებას გიორგი ჩაკვეტაძე იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებას ვუსურვებ საბას, ჩვენს ნაკრებშიც და საკლუბო დონეზეც
ალეკსანდრე
14:36 20-06-2023
0
ჰამბურგი და ზოგადად მეორე ბუნდესლიგა,ჩაკვესათვის იყო სრულიად მიუღებელი,ძალიან ფიზიკური სტილის გამო,თორემ საზონოვისათვის,მშვენიერი ტრამპლინი შეიძლება გახდეს.მეორე მხრივ,სულ არ არის აუცილებელი,კონტრაქტის ახლავე დადება.ევროპის ჩემპიონატს უამრავი სკაუტი უყურებს და შესაძლოა უკეთესი ვარიანტიც გამოუჩნდეს.მთავარია, თვითონ და ნაკრებმა ითამაშონ კარგად!
სოსო
13:02 20-06-2023
0

სიახლეები პოპულარული