"მეტოქეებმა გალიაში დაამწყვდიეს" - ფედელემ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელის თამაში მეტოქეებმა კარგად შეისწავლეს.

"გადამწყვეტ და მნიშვნელოვან მოთამაშეებს ყოველთვის განვასხვავებდი. მაგალითად, ლობოტკა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ მისი შეცვლა შესაძლებელია; გადამწყვეტი ფეხბურთელები კი არიან ისეთები, რომლებიც მატჩის ბედს წყვეტენ. გადამწყვეტი მოთამაშეები კი ოსიმენი და კვარაცხელია არიან.

ოსიმენის გარეშე "ნაპოლი" სულ სხვა გუნდია. რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველი არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია, თუმცა ბოლო პერიოდში მისი თამაში მეტოქეებმა კარგად შეისწავლეს და გალიაში ჩაამწყვდიეს", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ,
ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/23 წლების სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, შეწყვიტეთ!" - ფედელე ნეაპოლელებს მიმართავს

alt"თუ დე ლაურენტისი ამას გააკეთებს, ყველა პრობლემა მოგვარდება" - ფედელეს რჩევა "ნაპოლის"

alt"თუ "ნაპოლიდან" არ წახვალ, პიოლის ბედს გაიზიარებ" - ფედელემ სპალეტის მიმართა

მკითხველის კომენტარები / 6 /
Ფედელეა თუ პე.....ტი სანამ გამზრდელს არ ვაგინებთ მთელი საქართველო არ მოისვენებს
თემო
23:00 13-07-2023
5
ხვიჩას თამაშის შესწავლას რა უნდა? მესხივით დადგება გვერდით ხაზთან და ელოდება ბურთს, წინ მცველი უდგას. როდიღაცას გაახსენდებათ კვარა და მისცემენ ბურთს, იმავ წამში კვარას დარაჯის უკან ჩნდება მეორე მცველი, ანუ კვარას მარცხნივ პირით ხაზია, წინ მცველი და დაზღვევა, სად წავიდეს კვარა? აბრუნებს უკან ბურთს. რატომ არავინ აძლევს ამ ბიჭს ბურთს მოძრაობაში და აკეთებს მასთან ცოცხალ კედელს? ამას მწვრთნელი თუ ყურადღებას არ აქცევს ხვიჩამ თვითონ უნდა მოითხოვოს, რომ ასე ეთამაშონ მას და არა გვერდით ხაზთან მდგარს მიაწოდონ ბურთი. თუ ასე გაგრძელდა აწის სულ უფრო გაუფერულდება მისი თამაში და სათადარიგო სკამიც იქვეა.
ჟორა გაბრიჭიძე
18:59 13-07-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული