"მეტოქეებმა გალიაში დაამწყვდიეს" - ფედელემ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელის თამაში მეტოქეებმა კარგად შეისწავლეს.

"გადამწყვეტ და მნიშვნელოვან მოთამაშეებს ყოველთვის განვასხვავებდი. მაგალითად, ლობოტკა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ მისი შეცვლა შესაძლებელია; გადამწყვეტი ფეხბურთელები კი არიან ისეთები, რომლებიც მატჩის ბედს წყვეტენ. გადამწყვეტი მოთამაშეები კი ოსიმენი და კვარაცხელია არიან.

ოსიმენის გარეშე "ნაპოლი" სულ სხვა გუნდია. რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველი არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია, თუმცა ბოლო პერიოდში მისი თამაში მეტოქეებმა კარგად შეისწავლეს და გალიაში ჩაამწყვდიეს", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ,
ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/23 წლების სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, შეწყვიტეთ!" - ფედელე ნეაპოლელებს მიმართავს

alt"თუ დე ლაურენტისი ამას გააკეთებს, ყველა პრობლემა მოგვარდება" - ფედელეს რჩევა "ნაპოლის"

alt"თუ "ნაპოლიდან" არ წახვალ, პიოლის ბედს გაიზიარებ" - ფედელემ სპალეტის მიმართა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფედელეებს მალე დაადუმებს ხვიჩა... ახალი ძალებით შეუბერავს და კვლავ გაგვახარებს!
სააკაძე
12:08 13-07-2023
5
Გადაიწვა ტიპმა რუსეთი საქართველო და იტალიის ჩემპიონატი გადააბა შეუსვენებლად ეხლა ნახეთ რა ხოდზე დაბრუნდება
Tete1234
13:00 13-07-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული