ლოჩოშვილმა "რაიო ვალეკანოში" გაშვება ითხოვა

AutoSharing Option
ესპანური გამოცემები ლუკა ლოჩოშვილის "რაიო ვალეკანოში" შესაძლო გადასვლაზე ისევ ავრცელებენ ინფორმაციებს.

Onefootball-ი წერს, რომ მიუხედავად "კრემონეზეს" სერია B-ში გავარდნისა, ლოჩოშვილმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ჩემპიონატის 27 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, სიმაღლე (191 სმ) მეორე სართულზე კარგად თამაშის საშუალებას აძლევს და საერთოდ, დაცვაში უნარიანად მოქმედებს.

GolaTV "ტვიტერით" იტყობინება, რომ ქართველმა კრემონულ კლუბს გაშვება სთხოვა და თუ დათანხმდნენ, "რაიო ვალეკანო" 2.5 მილიონ ევროდ შეიძენს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან ხომ არ ჩქარობს გადასვლას?იქნებ უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდეს!არც ეს არის ცუდი,მაგრამ მაინც.
სოსო
15 ივლისი 2023 21:04
27
კიევის დინამოდან წამოსვლა შეცდომა იყო ჩემი მოკრძალებული აზრით
ლადო
15 ივლისი 2023 20:52
58
Rato kievis dinamo ras carmoadgens dyes dyeobit ????
Kutaisi tarbi
16 ივლისი 2023 02:50
1
იმედია გაუშვებენ
კიო
15 ივლისი 2023 20:03
1
ესპანეთის ლა ლიგაში გადასვლა, ვიდრე სერია ბ-ში გამოსვლა, უდავოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან რაიოდან შეიძლება კიდევ უფრო ძლიერ კლუბში გადასვლა...
ლაშა
15 ივლისი 2023 19:31
1
ცნობისათვის რაიო-ვალეკანოს მფლობელი რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმაა (ბრაზილიელი რონალდო)!...
მახსენდება როდესაც ლუკა ლოჩოშვილს ავსტრიის ჩემპიონატში მეტოქის ფეხბურთელისადმი პირველადი დახმარების გაწევისთვის დაჯილდოებისას რონალდო რობერტო კარლოსთან ერთად ცერემონიალს ესწრებოდა. იქიდან ახსოვდა ეტყობა(:-:)
ლაშა
15 ივლისი 2023 19:29
7
უკაცრავად, შემშლია...
ლაშა
16 ივლისი 2023 00:41
0
რონალდო ვალიადოლიდის მფლობელია და არა რაიოსი პატივცემულო.
მეგრელი
15 ივლისი 2023 22:09
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული