ჩაკვეტაძე მოსკოვის "დინამოს" სურს - რუსული მედია წერს, აგენტი ადასტურებს...

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის "მეცის" რიგებში გადასვლა, როგორც ჩანს, ჩაიშალა. "გენტის" ნახევარმცველის შესახებ ახლა რუსული Football Kulichki წერს და ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელის შეძენა მოსკოვის "დინამოს" სურს, სადაც საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე გამოდიან. გამოცემა აქვე გვთავაზობს კომენტარს, რომელიც "ჩაკვეს" აგენტს ეკუთვნის. ის ინტერესს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გიორგი მოსკოვურ კლუბში არ გადავა და არჩევანს სხვა ვარიანტზე შეაჩერებს.

შეგახსენებთ, 23 წლის ჩაკვეტაძემ გასული სეზონი "სლოვანში" გაატარა, სადაც თავი 1 გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altSport Business Mag: ბრილიანტი ჩაკვეტაძე შეიძლება "მეცისთვის"

წყალობად იქცეს

alt"რაპიდი" გამოირიცხა - რა ვარიანტები რჩება ჩაკვეტაძეს?

მკითხველის კომენტარები / 41 /
ძალზედ საწყენია,მაგრამ სჩანს,დიდად უნიათონი განაგებენ ამ უნიჭიერესი ბიჭის საფეხბურთო ბედ-იღბალს.არადა რა სწრაფმავალი და ხანმოკლეა ეს უკანასკნელი?!დრო ულმობლად მიფრინავს...
კოტე
17 ივლისი 2023 16:57
3
მოსკოვის დინამოს ისევ სლოვანი ჯობია
gionat
17 ივლისი 2023 16:46
2
ზახარიანთან საინტერესო დუეტს შექმნიდა,მაგრამ თვითონ ზახარიანიც გაქცევას ცდილობს და მგონი ვერ ახერხებს.ჩაკვე გიჟი უნდა იყოს,რუსულ ლიგაში სათამაშოდ რომ წავიდეს.ლუკა გაგნიძის წამოსვლას ვნატრობ.მოსკოველებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ,მაგრამ მგონი გუნდის მმართველობაშია არეულობა და არა მგონია, რაიმე ეშველოთ.საბაზე აღარაფერს ვამბობ,რადგან ცხადია,რომ წამოვა!
სოსო
17 ივლისი 2023 16:43
4
გოგას! რუსეთის ლიგას არა,გაგნიძეს და საზონოვს ვადევნებდი თვალს,შეძლებისდაგვარად.ორივე მოსკოვის დინამოში თამაშობენ,თუ არ გაგიგია!
სოსო
17 ივლისი 2023 19:40
0
ადევნებ ეტყობა თვალს ღრუსეთის ლიგას
გოგა
17 ივლისი 2023 16:59
13
სლოვანიდან რატომ წამოვიდა იცის ვინმემ?
დავით 67
17 ივლისი 2023 16:41
6
იჯარის ვადა დაუმთავრდა,სლოვანთან.სლოვანს შენარჩუნება სურდა, მაგრამ ფული არ ჰკმარა და იქნებ უკეთესმა გუნდმა გამოისყიდოსო!სანამ საშუალებაა გიორგი ეცდება უკეთესი კლუბის გამონახვას,მაგრამ თუ არაფერი გამოჩნდა,ალბათ ისევ სლოვანთან გააფორმებენ საიჯარო ხელშეკრულებას.ჩვენი ფეხბურთელები რატომღაც მუდამ ცდილობენ მაქსიმალურად გაახანგრძლივონ კონტრაქტის ვადა.არა და ამის გამო,შემდგომში,უკეთესი ვარიანტის გამოჩენის შემთხვევაში,ხელფეხს იბორკავენ.როცა კიდევ დიდი ხანი გაქვს კონტრაქტი,რა თქმა უნდა დაზღვეული ხარ,მაგრამ თუ თამაშს მკვეთრად მოუმატე და ყიდვის მსურველი გამოგიჩნდა,მფლობელი კლუბი,ძვირად გაყიდვას ცდილობს და შენს გამოსყიდვას,მსურველები ვეღარ ახერხებენ.ახლაც,გენტს ჩაკვეზე დიდი გამოსასყიდი ფასი აქვს დადებული,რომლის გამოც,მის შეძენაზე, მსურველები უარს ამბობენ.არ უღირთ,ვერ სწვდებიან და იმიტომ!
სოსო
18 ივლისი 2023 09:23
0
ზოგი ჩლუნგი დისლაიქებს რომ მიწერს მათ მივმართავ თუ რამე არ იცი და იკითხე, ეს სირცხვილია? თუმცა თქვენ ხომ ყველაფრის მცოდნეები ხართ
დავით 67
17 ივლისი 2023 18:26
3
გადმოვიდეს ბათუმის ან თბილისის დინამოში ბარემ...
ე მანდ სულმთლად უთამაშებელი არ დარჩეს თუ არსად აღარ უნდა!
ლაშა
17 ივლისი 2023 16:30
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული