გიორგი ჩაკვეტაძის "მეცის" რიგებში გადასვლა, როგორც ჩანს, ჩაიშალა. "გენტის" ნახევარმცველის შესახებ ახლა რუსული Football Kulichki წერს და ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელის შეძენა მოსკოვის "დინამოს" სურს, სადაც საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე გამოდიან. გამოცემა აქვე გვთავაზობს კომენტარს, რომელიც "ჩაკვეს" აგენტს ეკუთვნის. ის ინტერესს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გიორგი მოსკოვურ კლუბში არ გადავა და არჩევანს სხვა ვარიანტზე შეაჩერებს.
შეგახსენებთ, 23 წლის ჩაკვეტაძემ გასული სეზონი "სლოვანში" გაატარა, სადაც თავი 1 გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
Sport Business Mag: ბრილიანტი ჩაკვეტაძე შეიძლება "მეცისთვის" წყალობად იქცეს
"რაპიდი" გამოირიცხა - რა ვარიანტები რჩება ჩაკვეტაძეს?
ეს მეცი-ც მაგარი ღორი გუნდი აღმოჩნდა, მიქაუტაძე 15 მილიონად არ გაატანეს არც ლაციოს და არც ბარნლს,ლაციომ ტატი კასტელანოსი დაიმატა ,ხოლო ბარნლმა- ზეკი ამდუნი. ღმერთმა ქნას უკეთესმა გუნდმა შეიძინოს. წარმატებები ჩვენს ბიჭებს
არა და მაგ თაობას რა შანსი ქონდა ისტორიაში შესულიყვნენ და ჩვენი ოცნება აეხდინათ
დარჩენილიყო რუბინში, იქ უფრო ჩამოყალიბდებოდა და საერთოდ, რუსეთი იდეალური ადგილია ქართველი ფეხბურთელებისთვის, ანანიძე, კვირკველია, ასათიანი...
"მეცის" ვარიანტი რატომ ჩაიშალა? ალბათ, "მეციდან" სანიოლს დაურეკეს. სანიოლი არ დაახასიათებდა დადებითად.
ექნება მუდმივი სათამაშო დრო და ფიზიკურადაც მოძლიერდება.
ჯობია
სიტუაციაში და ამ დროს რუსეთში არ წავა !