კვარაცხელიას წასვლის ალბათობა - ჩუკვეზე ხვიჩასთან ერთად შეუტევს თუ მას შეცვლის? - "ნაპოლი" კიდევ ერთ ნიგერიელთან ახლოს

AutoSharing Option
"ნაპოლი" სეზონისწინა მზადების გავლას სრული გუნდით განაგრძობს. რუდი გარსიას ის ფეხბურთელებიც შეუერთდებიან, რომლებსაც უფრო მეტი დასვენების საშუალება მიეცათ. ცნობილია კიდევ ერთი, რიგით მესამე, ამხანაგური მატჩის შესახებ - ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები 2 აგვისტოს ესპანურ "ჟირონას" შეხვდებიან. მათი მატჩი გასულ ზაფხულსაც შედგა. თუკი აქამდე გუნდიდან ვიქტორ ოსიმენის წასვლა უფრო რეალურად გამოიყურებოდა, ბოლო პრესკონფერენციაზე ფრანგი მთავარი მწვრთნელის მხრიდან "კვარაზე" ნაკლებმა აქცენტმა გულშემატკივრები დააფიქრა, რომ იქნებ "ნიუკასლის" სარფიანი შეთავაზების ცდუნებას აურელიო დე ლაურენტისმა ვერ გაუძლოს და ქართველი გარემარბი ინგლისში ვიხილოთ.

Sportall.Ge

ამასობაში, აქტიურად
იწერება იმაზე, რომ ნეაპოლურ კლუბში კიდევ ერთი ნიგერიელი შემტევი, 24 წლის სამუელ ჩუკვეზე გადავა. "ვილიარეალის" ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 25 მილიონი ევროა. ის მარჯვენაფლანგელია და ეროვნულ ნაკრებში ვიქტორ ოსიმენთან თამაშის გამოცდილება აქვს. ბოლოს ერთად მათ სიერა ლეონეს წინააღმდეგ ითამაშეს, სადაც "ნაპოლის" "ცხრიანმა" დუბლი შეასრულა. ჩუკვეზეს დღევანდელი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გოლი აქვს გატანილი, როცა მიუნხენის "ბაიერნის" კარი აიღო და "ყვითელი წყალქვეშა ნავი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა. სამუელმა ლოსანოსა და პოლიტანოს ადგილი წარმატებით უნდა დაიკავოს, თუმცა, თუკი კვარაცხელია "ნიუკასლში" გადავა (ამის რეალურობაზე არ ვიმსჯელებთ), ჩუკვეზეს შეუძლია, მარცხენა ფლანგზეც ითამაშოს. გარსიამ უკვე დააანონსა, რომ ამხანაგურ შეხვედრებში გუნდი 4-3-3 სისტემით ითამაშებს.

"ნაპოლიდან" სავარაუდო წამსვლელების პროცენტული ალბათობა "ტრანსფერმარკეტის" მიხედვით:

კიმ მინ ჯე ("ბაიერნი", 82%);

ლობოტკა ("ალ აჰლი", 11%);

ზელინსკი ("ლაციო", 59%);

ლოსანო ("ლოს ანჯელესი", 15 %).

alt90 მილიონი ევრო ხვიჩას სანაცვლოდ - "ნიუკასლი" "ნაპოლის" შეთავაზებას უმზადებს

alt"ნაპოლი" სანახევროდ შეიკრიბა, ხვიჩა შვებულების დარჩენილ დღეებს პარიზში ატარებს - ორი ამხანაგურის მოლოდინში...


მკითხველის კომენტარები / 12 /
სადაც ხვიჩა იქნება ჩემი გულიც იქ იქნება. ❤️
G.LA
18 ივლისი 2023 12:53
9
საუდის რბეთმა ასე თუ გააგრძელა ათ წელში ალბათ პრემიერ ლიგასაც აჯობებს რეიტინგში და ბოლოს ნბა სავით გახდიან . ჯობია ევროპაში იყვნენ კარგი ფეხბურთელები და არა არაბეთში
ტოტტი
18 ივლისი 2023 10:35
3
დღეს შეუერთდება გუნდს სავარაუდოდ და ვიწყებ ყველა ვარჯიშის თუ თამაშის ლაივში ყურებას.
ძალიან ბევრი ელოდება ზუსტად ვიცი.
!!
18 ივლისი 2023 13:17
8
სამი დისლაიქი მაქვს. ესე იგი ამ სამის გარდა ყველა ელოდება:)))
!!
18 ივლისი 2023 17:42
1
წავა ალბათ კვარა რადგან ლაურა წუწურაქია ...სად 3.5.ლიმონი და სად 10 ლიმონი.
რატი
18 ივლისი 2023 12:09
3
1 წელი დარჩება კიდევ.
დიდი წარმატების მიუხედავად ჯერ კიდევ არ უთქვამს თავის სიტყვა ნაპოლში.
მოახდენ ფურორს და წავა მადრიდში
las
18 ივლისი 2023 11:55
12
დგეს ველაპარაკე ხვიჩას არსად არ გადავდივარო
გიო
18 ივლისი 2023 11:13
11
როგორც ჩანს, წავა ხვიჩა ნაპოლიდან.
ეს ნახეთ
https://twitter.com/adam__nufc__/status/1681066493172170756
ქ. გ.
18 ივლისი 2023 11:00
6
აი ჩემ ყურებიან ქუდსა, თუ არ წავა!!!!
ინკვიზიტორი
18 ივლისი 2023 11:25
21
ღვთისავარ! თუ შეიძლება, წაშალეთ ჩემი ომენტარი. შევცდი. იმ ტწიტის ავტორი არ არის ფაბრიციო. ცრუ ინფორმაციაა.
ქ. გ.
18 ივლისი 2023 13:12
2
ყველა გამოხმაურება
ხვიჩა მივიდა საწვრთნელ ბაზაზე.
ვიდეო.
https://twitter.com/Napoli_Report/status/1681276017694978049
ქ. გ.
18 ივლისი 2023 16:47
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული