მამარდაშვილის "ბაიერნში" ტრანსფერი არ შედგება - გერმანული მედია მიზეზებზე წერს

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი "ბაიერნში" გამოირიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Germany ავრცელებს.

გერმანული გამოცემის ცნობით, "ვალენსია" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, "რეკორდმაისტერი" კი ამ თანხის გადახდას არ აპირებს.

გამოცემის ინფორმაციით, მიუნხენელები იან ზომერის გასხვისებას არ ჩქარობენ, იქამდე, სანამ მის შემცვლელს არ იყიდიან. მოგეხსენებათ, შვეიცარიელმა კიპერმა "ინტერთან" პირადი კონტრაქტის დეტალები რამდენიმე კვირის წინ შეათანხმა.

შეგახსენებთ, მამარდაშვილს "ღამურებთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

altნოიერი ჯერ ვერ დაბრუნდება, სომერი წავიდა - ეს მამარდაშვილისთვის შანსია?

alt"ბაიერნმა" ახალწვეულები წარადგინა - იქნება მალე მათ შორის

მამარდაშვილიც?

alt"99%-ით უკვე "ბაიერნის" მეკარეა" - მამარდაშვილის მიუნხენურ გრანდში გადასვლა საბოლოოდ გადაწყდა?

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან კარგი, დუბლიორად ათამაშებდნენ, ალენსიაში ერთი სეზონია სულ, უფრო მომაგრდება, მუშაობას არ დაიშურებს, და ისევ ლა ლიგის უკეთეს განდში გადავა. მე პირადად ძალიან მესიმპათიურება მადრიდის ატლეტიკო.
მერაბი
11:18 21-07-2023
1
აბა 99%? ჩვენ იღბალს რა ვუთხარი ზუსტად 1 % ვხვდებით ყოველთვის :((
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული